„ისტორიული შანსი": საქართველოს ჩინეთში ექსპორტის გაზრდა სურს

© photo: Sputnik / Sergey Mamontov / გადასვლა მედიაბანკშიჩინეთი. ხანჯოუ
ჩინეთი. ხანჯოუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, საიდანაც ჩინეთს იმპორტის მნიშვნელოვნად გაზრდა სურს.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან ექსპორტის ზრდას დაეხმარება და სავაჭრო დეფიციტს დააბალანსებს, განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს.

ბახტაძემ ისაუბრა ჩინეთში ვიზიტზე, რომელსაც ქართული დელეგაცია ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის პირადი მიწვევით ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ ძალზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

მამუკა ბახტაძე ჩინელ ბიზნესმენებს ერთობლივ პროექტებში იწვევს>>

„სწორედ ამ ფორუმზე წარმოდგენილი ქვეყნები განიხილებიან იმპორტის მთავარ წყაროდ ჩინეთისთვის. ჩინეთის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ რამდენიმე მილიარდით გეგმავს იმპორტის გაზრდას ამ ქვეყნებიდან და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო ამ ქვეყნების რიცხვშია", – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, მან ჩინეთის მეთაურთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავების საკითხები განიხილა. ამას გარდა, ქართულმა მხარემ მონაწილეობა მიიღო გამოფენაში, რომელშიც რამდენიმე ათეულ ქართულ კომპანიას საკუთარი პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობა მიეცა.

ქურთუკები  - Sputnik საქართველო
ტყიბულში ცნობილი ბრენდების ქურთუკებს შეკერავენ

„ის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, რომელიც გვაქვს ჩინეთთან და ამავე დროს ის პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს იმპორტის ზრდას ჩინეთში, არის უნიკალური ისტორიული შანსი, რომ საქართველოდან გაიზარდოს ექსპორტი და დავაბალანსოთ ის მტკივნეული სავაჭრო დეფიციტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოში სიღარიბის აღმოფხვრასთან", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს სჭირდება მეტი წარმოება, მეტი სამუშაო ადგილი, რაც საბოლოოდ საექსპორტო პოტენციალის გაზრდას დაეხმარება.

„ვფიქრობ, შემდეგი ორი წლის განმავლობაში ის კონკრეტული გეგმა, რაც ჩვენ გვაქვს საექსპორტო პოტენციალის ზრდის თვალსაზრისით, მოგვცემს საშუალებას, ამ მიმართულებაში მივაღწიოთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს", – განაცხადა პრემიერმა.

საქონელბრუნვამ ორ ქვეყანას შორის 2018 წლის ათ თვეში 810,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, აქედან 162,8 მლნ საქართველოდან ექსპორტზე მოდის.

 

ყველა ახალი ამბავი
0