როდის მიიღებს საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგ ტრანშს

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშისაერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭო საქართველოსთვის კრედიტის მორიგი ტრანშის გამოყოფის საკითხს 2018 წლის დეკემბერში განიხილავს.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ საქართველოს მთავრობასთან მიაღწია შეთანხმებას ერთობლივი პროგრამის მესამე მიმოხილვის დასრულების შესახებ, ნათქვამია სსფ-ის პრეს-რელიზში.

სსფ-ის მისიამ თბილისში ორდღიანი ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის დროს გაიმართა მოლაპარაკებები ქვეყნის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის, კერძო და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან.

„ნაყოფიერი განხილვების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ და სავალუტო ფონდმა მიაღწიეს შეთანხმებას საქართველოს რეფორმების ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მესამე მიმოხილვის შესახებ. შეთანხმება უნდა დაამტკიცოს სსფ-ის აღმასრულებელმა საბჭომ, რომელიც მას, სავარაუდოდ, დეკემბერში განიხილავს", – ნათქვამია სსფ-ის პრეს-რელიზში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთაური საქართველოში გატარებული რეფორმებით კმაყოფილია

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მიმოხილვის მოწოდების შემთხვევაში საქართველო მიმდინარე წლის ბოლოს მიიღებს 41,6 მლნ აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის მეოთხე ტრანშს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა ახალი სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში ეკონომიკური რეფორმების განხორციელების ხელშეწყობას ითვალისწინებს. შეთანხმებაში გათვალისწინებულია საქართველოსთვის დაახლოებით 297,5 მლნ დოლარის გამოყოფა. აქედან 125 მლნ დოლარზე მეტი საქართველომ უკვე მიიღო.

დანარჩენი თანხის მიღებას საქართველო ორი წლის განმავლობაში შეძლებს იმ პირობით, თუ წარმატებით დაასრულებს ოთხ ნახევარწლიან მიმოხილვას.

 

ყველა ახალი ამბავი
0