04:50 18 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა (20)
125 0 0

მავნებელთან ბრძოლის დაწყებიდან ქიმიკატებით დაახლოებით 400 000 ჰექტარი მიწა დამუშავდა

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. აზიური ფაროსანას გავრცელების გეოგრაფია 2018 წელს არ გაზრდილა, ხოლო მავნებლის პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირებულია, განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

მედიის წარმომადგენლებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მსვლელობა და მიღებული შედეგები გააცნეს სამდღიანი მედია-ტურის ფარგლებში, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოს რეგიონში მოაწყო.

Участники ознакомительного медиа-тура с мероприятиями по борьбе с мраморными клопами
© Sputnik / STRINGER
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებთან გაცნობითი მედია-ტურის მონაწილეები

მედია-ტურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა მოინახულეს აბაშაში არსებული საკოორდინაციო შტაბი, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული სქემით უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

„სისტემური და ორგანიზებული მუშაობის შედეგია, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით, გვაქვს ხელშესახები შედეგი და მავნებლის პოპულაცია შემცირებულია. ჩვენ ვაგრძელებთ კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მოიცავს აქტიურ მონიტორინგს, შეწამვლით სამუშაოებს და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას“, — განაცხადა ჩეკურაშვილმა.

ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოში, დამონტაჟებულია 9 ათასამდე მონიტორინგის სისტემა. მავნებელი კვლავაც სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების და აჭარის ტერიტორიაზე ფიქსირდება. შეწამვლითი ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

მიმდინარე წელს, მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის ტექნიკა, რაც შარშანდელთან შედარებით გაათმაგებულია. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამ დროისათვის ქიმიკატებით დაახლოებით 400 000 ჰექტარი მიწა დაამუშავა.

აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა და, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გავრცელდა.

მავნებლებთან ბრძოლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან წელს 49 მლნ ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს 3,5 მლნ დოლარს გამოუყო.

საქართველოში აზიურ ფაროსანას ებრძვიან
საქართველოში აზიურ ფაროსანას ებრძვიან

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს მთავრობის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა საქართველოში
© Sputnik / Maria Tsimintia
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა საქართველოში

 

თემები:
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა (20)

მთავარი თემები