ბათუმში ფრენები გახშირდა

© photo: Sputnik / Stringerქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხუთი თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებით 1,6 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წლის დასაწყისიდან 109,5 ათასზე მეტ ადამიანს მოემსახურა, რაც 51%–ით მეტია  გასული წლის იანვარ–მაისის პერიოდთან შედარებით, ნათქვამია „გაერთიანებული აეროპორტები საქართველოს“ განცხადებაში.

ბათუმის აეროპორტი, რომლითაც მგზავრების საერთო რაოდენობის 6,8%–ზე მეტმა ისარგებლა, შიდა და საერთაშორისო რეისების გარდა, თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში შიდა ავიამიმოსვლას ემსახურება.

საქართველოს აეროპორტებმა 2017 წელს 4 მილიონზე მეტ მგზავრს გაუწიეს მომსახურება>>>

მთლიანობაში, მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში, ნათქვამია განცხადებაში. 2018 წლის იანვარ–მაისში მათ რეგულარული და არარეგულარული რეისებით 1,6 მილიონზე მეტ ადამიანს გაუწიეს მომსახურება – 32%–ით მეტ მგზავრს 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი სამჯერ უფრო მეტ მგზავრს მოემსახურება

ყველაზე მეტი მგზავრი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა გაატარა – მიმდინარე წლის ხუთ თვეში ის დაახლოებით 1,3 მილიონ ადამიანს  მოემსახურა, რაც 32%-ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თბილისის აეროპორტზე მგზავრების საერთო რაოდენობის 82,6% მოდის.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წლის იანვარ–მაისში დაახლოებით 171,1 ათას ადამიანს – 20%–ით მეტს მოემსახურა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ქუთაისის აეროპორტის პრიორიტეტი საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და კონკურენტული გარემოს შქმნაა. ქუთაისის აეროპორტზე მგზავრების საერთო რაოდენობის 10,6% მოდის.

მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, რომლებიც ადგილობრივი ავიამიმოსვლისთვის გამოიყენება, 2,15 ათასმა მგზავრმა ისარგებლა.

ყველა ახალი ამბავი
0