საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას დადებითად აფასებს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" პროგრამის ფარგლებში ეწვია

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს ბიზნეს–გარემოს მიმართ ინვესტორთა ნდობა და პოზიტიური მოლოდინები კიდევ უფრო იზრდება, განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.  

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას უმასპინძლა - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს  „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის"  პროგრამის ფარგლებში წინა კვირას ეწვია.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა–მარტინსა და მისიის წევრებთან შეხვედრა  14 აპრილს გამართა. გიორგი მარგველაშვილმა  მისიის წევრებთან  ქვეყნის საფინანსო სექტორში არსებულ მდგომარეობასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე  ისაუბრა.

„მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულება ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას. მთავრობის 4–პუნქტიანი გეგმა მიმართულია ადამიანური რესურსების მაქსიმალური ეფექტიანობით გამოყენებაზე, კერძო სექტორის, როგორც ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი მხარდაჭერაზე, ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებასა და მოსახლეობისთვის ეფექტიანი სერვისების მიწოდების უზრუნველყოფაზე“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ახალი სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას ემსახურება, სსფ-მა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის 297,5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, საიდანაც 82,8 მილიონი აშშ დოლარი საქართველომ ადრე მიიღო.

„2017 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს 1 861.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით  16.2%–ით. კიდევ უფრო იზრდება ინვესტორთა ნდობა და პოზიტიური მოლოდინები ჩვენი ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ, რაზეც რეინვესტირების შთამბეჭდავი ზრდა მიანიშნებს“, – განაცხადა ქუმსიშვილმა. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს მთავრობით კმაყოფილია

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2017 წელს მნიშვნელოვნად — 129.6%–ით გაიზარდა   რეინვესტირების მოცულობა და 712 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.  რეინვესტირების დონის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას,  გადასახადების ნაცვლად თანხები მიმართონ ახალ ინვესტიციებში, გააფართოვონ ბიზნესი და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები.

„პოზიტიური დინამიკა სახეზეა მიმდინარე წელსაც. თებერვალში წინასწარი შეფასებით ეკონომიკური აქტივობის ზრდის მაჩვენებელი 5.5 პროცენტი, ხოლო იანვარ-თებერვალში 4.9 პროცენტია. დადებითი ტენდენციაა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 28 პროცენტით გაიზარდა საქონლის ექსპორტი წინა წელთან შედარებით“, — აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

სსფ-ს მისიამ წინა ვიზიტისას, რომელიც თებერვალში შედგა,  საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილა იმ სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმდინარეობა, რაც მაღალ, მდგრად და მეტად ინკლუზიურ ზრდას შეუწყობს ხელს. 


ყველა ახალი ამბავი
0