საქართველოში პენსიების ზრდა 2019 წლიდან დაიწყება

© photo: Sputnik / Sergey Venyavskiy / გადასვლა მედიაბანკშისაკოლმეურნეო ბაზარი
საკოლმეურნეო ბაზარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2018 წელს პენსიების ზრდა არ იგეგმება. პენსიები საქართველოში ბოლოს 2016 წლის აგვისტოში გაიზარდა.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. უახლოეს ორ წელიწადში პენსია 20 ლარით გაიზრდება, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე.

საქართველოში დღეისათვის პენსიის ოდენობა 180 ლარს შეადგენს, საარსებო მინიმუმი კი 175 ლარია.

იხილეთ  ასევე:  პენსიები საქართველოში:  გადარჩენის ინსტრუქცია

„ჩვენ პენსიების ზრდა გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ მიერ შემუშავებული გარკვეული გრაფიკის მიხედვით 2019–2020 წლებში დაგეგმილია მინიმუმ 20 ლარით პენსიების ზრდა“, – განაცხადა გაგუამ.  

როგორ ვიცხოვროთ პენსიაზე?
როგორ ვიცხოვროთ პენსიაზე? - Sputnik საქართველო
როგორ ვიცხოვროთ პენსიაზე?

მისი სიტყვებით, 2020 წლის შემდეგ, მთავრობის გეგმის თანახმად, პენსია ყოველწლიურად 20 ლარით გაიზრდება.

მანამდე ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა აპირებს კანონის ისე შეცვლას, რომ სახელმწიფოს მიერ გაცემული პენსია ინდექსირებული იყოს ეკონომიკური ზრდის შესაბამისად.

2018 წელს პენსიების ზრდა არ იგეგმება. პენსიები საქართველოში ბოლოს 2016 წლის აგვისტოში გაიზარდა.

საქართველოს მთავრობა უკვე 2018 წლის ზაფხულში დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებას გეგმავს, რომელიც სავალდებულო იქნება 40 წელს ქვემოთ პირებისთვის და არჩევითი — 40 წელს ზემოთ პირებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0