ფულადი გზავნილები: ყველაზე მეტი თანხები საქართველოში რუსეთიდან იგზავნება

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიფულის კუპიურები
ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე მეტი რაოდენობის თანხებს რუსეთიდან, აშშ-დან, საბერძნეთიდან და იტალიიდან რიცხავენ

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით რუსეთი პირველ ადგილს იკავებს — 2018 წლის იანვარში რუსეთიდან დაახლოებით 31 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც გასული წლის იანვრის მონაცემებს 17%-ით აღემატება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.

ნოემბერში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით გადმორიცხული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობიდან რუსეთზე 32,1% მოდის.

სულ 2018 წლის იანვარში 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 31,1%-ით გაიზარდა და 110 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.

Тбилисский Дом Юстиции - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7,25%-მდე გაზარდა

მეორე ადგილს იტალია იკავებს — ამ ქვეყნიდან საქართველოში გადმორიცხულია დაახლოებით 14 მილიონი დოლარი, რაც 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 43%-ით მეტია.

შემდეგ საბერძნეთი მოდის — დაახლოებით 12,4 მილიონი დოლარი (33,4%), ისრაელი — დაახლოებით 12 მილიონი დოლარი (84%), აშშ — დაახლოებით 11 მილიონი დოლარი (13,3%), თურქეთი — დაახლოებით 9 მილიონ დოლარი (41,3%).

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

საქართველოდან უცხოეთში 2018 წლის იანვრის თვეში გადარიცხულია დაახლოებით 15 მილიონი დოლარი, რაც გასული წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით 12,3%-ით მეტია. 

საერთოდ 2017 წელს საქართველოდან უცხოეთში გადარიცხულია დაახლოებით 193 მილიონი დოლარი, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,2%-ით მეტია.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ ფულადი გზავნილების ზრდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის სტაბილიზაციას უწყობს ხელს.

„საქართველოში უცხოეთიდან განხორციელებული გადმორიცხვები მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ქვეყნის შემოსავლების მყარ ვალუტაში — დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის, დოლარის, როგორც საგარეო ვაჭრობის გადახდის საშუალების, ამიტომ ამ გადმორიცხვების ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის", — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ სიმონიშვილმა.

მისი თქმით, ქვეყნებს შორის, საიდანაც გადმოირიცხა ტრანზაქციები მყარ ვალუტაში, როგორც ეს ბოლო წლებში ხდებოდა, რუსეთი ლიდერობს, თუმცა იზრდება გადმორიცხვები ევროკავშირის ქვეყნებიდან და ეს მოცულობა უკვე უახლოვდება რუსეთიდან გადმორიცხვებს და დინამიკურად იზრდება. 

© Sputnik / Maria Tsimintiaსაიდან და რამდენ თანხას გზავნიან საქართველოში
საიდან და რამდენ თანხას გზავნიან საქართველოში - Sputnik საქართველო
საიდან და რამდენ თანხას გზავნიან საქართველოში

 


ყველა ახალი ამბავი
0