გაიაფდება თუ არა ბენზინი საქართველოში

© Sputnik / Alexander Imedashviliერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგური საქართველოში
ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგური საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ფასების სტაბილურობა ნავთობპროდუქტებზე და ეროვნული ვალუტის გამყარება ძრავის საწვავზე ფასების შემცირებას გამოიწვევს

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში საწვავი შეიძლება გაიაფდეს — ზოგიერთმა მცირე კომპანიამ, რომლებიც ქართულ ბაზარზე ოპერირებენ, უახლოეს დღეებში, შესაძლოა, ფასები საშუალოდ 5-6 თეთრით შეამციროს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა.

ქართული ეროვნული ვალუტის ვარდნამ ოქტომბრის დასაწყისიდან საავტომობილო საწვავზე ფასების ზრდა გამოიწვია — ბოლო თვენახევარში ფასები ერთ ლიტრ ბენზინსა და დიზელის საწვავზე საშუალოდ 10-15 თეთრით გაიზარდა.

საწვავის ფასი საცალო ქსელში ორ მთავარ ფაქტორზეა დამოკიდებული — ესაა ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასი Platt's-ის მიხედვით და ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით, აღნიშნა მთვრალაშვილმა.

Тбилисский Дом Юстиции - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7,25%-მდე გაზარდა

„ბოლო დღეებში ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა და ეს ძალზე პოზიტიური ტენდენციაა. რაც შეეხება ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასებს Platt's-ის მიხედვით, ამ პერიოდში ისინი სტაბილურობას ინარჩუნებს. და იმასთან დაკავშირებით, რომ ლარი მყარდება, ზოგიერთ იმპორტიორს საბითუმო ფასების შემცირება მოუწია", — განაცხადა მთვრალაშვილმა.

ფასები რომ შემცირდეს საცალო ქსელში, პირველ რიგში, საჭიროა, რომ სავალუტო ბაზარზე სტაბილური სიტუაცია რაღაც დროით შენარჩუნდეს, აღნიშნა მთვრალაშვილმა.

„პრინციპში, ტენდენცია ძალზე პოზიტიურია, საწვავის კორექტირება და შემდგომი გაძვირება ახალ წლამდე აბსოლუტურად გამორიცხულია", — განაცხადა მან.

საწვავის ფასების შემცირება შესაძლებელი იქნება, თუ სტაბილური ვითარება სავალუტო ბაზარზე შენარჩუნდება, ასევე სტაბილური იქნება საერთაშორისო ფასები, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, განაცხადა მთვრალაშვილმა.

„ახალ წლამდე ზოგიერთ პატარა კომპანიას, რომლებიც საწვავის მარაგის გარეშე ოპერირებენ და ფასების კორექტირება ადვილად შეუძლიათ მსხვილი კომპანიებისგან განსხვავებით, შესაძლებლობა ექნებათ, ფასები საშუალოდ 5-6 თეთრიშ შეამცირონ. რაც შეეხება მსხვილ კომპანიებს, მათ ფასების შემცირება გაუჭირდებათ", — განაცხადა მან.

დღესდღეობით ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასებია: ბენზინი სუპერი — 2,43-2,56 ლარი, პრემიუმი — 2,33-2,46 ლარი, რეგულარი — 2,23-2,34 ლარი, ევრო დიზელი — 2,33-2,42 ლარი, დიზელი — 2,27-2,32 ლარი. მიმდინარე კურსია — 1 აშშ დოლარი — 2,5 ლარი.

 

ყველა ახალი ამბავი
0