თბილისში მეტროს ახალი სადგური გაიხსნა

© Sputnik / Alexander Imedashviliმეტროსადგური
მეტროსადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეტროს სადგურის მშენებლობა 22 წლის განმავლობაში დაკონსერვებული იყო. სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის ივლისში განახლდა. პროექტი ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით. მისი ღირებულება 83 მილიონ ლარზე მეტია.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის ახალი სადგური საბურთალოს ხაზზე — „სახელმწიფო უნივერსიტეტი" საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი.

მეტროს ახალი, რიგით 23-ე სადგურის გახსნის ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, თბილისის მერიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მეტროს სადგურის მშენებლობა 22 წლის განმავლობაში დაკონსერვებული იყო. სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის ივლისში განახლდა. პროექტი ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით. მისი ღირებულება 83 მილიონ ლარზე მეტია.

„მეტროპოლიტენი მზადაა ექსპლუატაციისთვის. მეტროს ამ სადგურის საშუალებით თბილისელები და ქალაქის სტუმრები შეძლებენ უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილებას. აღნიშნული ინფრასტრუქტურა აუცილებელია ურბანული ტრანსპორტის განვითარებისთვის. თბილისში ასევე არსებობს მზარდი სატრანსპორტო ნაკადის პრობლემა და მეტრო სატრანსპორტო ნაკადის განტვირთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა", — განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.

ყველა ახალი ამბავი
0