საქართველომ რუსეთში მინერალური წყლის ექსპორტი გაზარდა

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიმინერალური წყალი
მინერალური წყალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდა ამისა, გაიზარდა რუსეთში ღვინის, ფეროშენადნობებისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტი.

თბილისი, 27 სექტემბერი— Sputnik. საქართველო რუსეთში 24,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მინერალური წყლის ექსპორტს აწარმოებს, რაც 2 მლნ აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, ნათქვამია ეროვნული სტატისტიკის სამსახური („საქსტატი“).

ასევე გაიზარდა ნატურალური ყურძნის ღვინის ექსპორტი, რომელმაც 22 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 6 მლნ აშ დოლარით ნაკლები იყო.

ნავთობის ტრანსპორტირება - Sputnik საქართველო
საქართველოში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი კვლავ იზრდება

ფეროშენადნობების ექსპორტი 4,2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და დაახლოებით 19,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სპირტიანი სასმელების ექსპორტმა კი 1 მლნ აშშ დოლარით, რომელმაც დაახლოებით 6,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ამ პერიოდში საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი უკავია ფეროშენადნობებს, მსუბუქ ავტომობილებს, შავი ლითონის ჯართს, დამუშავებულდა ნახევრადდამუშავებულ ოქროსა და თხილს უკავია.

თხილის ექსპორტი 1,5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და დაახლოებით 4,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მთლიანობაში საქართველოდან რუსეთში ექსპორტი იანვარ-აგვისტოს პერიოდში 20,5%-ით გაიზარდა და დაახლოებით 118, 2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს ექსპორტის სარტთო მოცულობის 9%-ია.

ყველა ახალი ამბავი
0