23:31 23 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8597
  • 100 RUB3.8955
  • USD2.4578
შეხვედრა ბიზნესმენებთან

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

FB/სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
1101

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით, ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები კონკრეტული სფეროებისა და სეგმენტების მიხედვით, რეგულარულად ჩატარდება

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო უწყების თავმჯდომარესთან, ლევან რაზმაძესთან შეხვედრაზე იწვევს კომპიუტერული ტექნიკის, სახარჯი მასალებისა და მოწყობილობების, საოფისე ტექნიკის მიმწოდებელ ორგანიზაციებს.

„2016 წლის 22 ივნისს, 11 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8) გაიმართება სააგენტოს თავმჯდომარის რიგით მეოთხე შეხვედრა ბიზნესმენებთან“, — ნათქვამია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით, შეხვედრები ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან კონკრეტული სფეროებისა და სეგმენტების მიხედვით, რეგულარულად, თვეში ორჯერ ჩატარდება.

აღნიშნული შეხვედრები მიზნად ისახავს, რომ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებს გაუჩნდეთ შესაძლებლობა, უშალოდ მიაწოდონ სააგენტოს თავმჯდომარეს ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე.

გარდა ამისა, შეხვედრებზე ბიზნესმენებს შეეძლებათ საკუთარი ხედვებისა და მოსაზრებების გაზიარება და აგრეთვე, მათი აზრით, პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ საუბარი.

ინფორმაცია დაგეგმილი შეხვედრების შესახებ წინასწარ განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე, გავრცელდება მედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით.

სააგენტო შეხვედრაზე დასწრების მსურველებს სთხოვს, არაუგვიანეს 20 ივნისისა, დაუკავშირდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ნომერზე 577244454 ან ელექტრონულ ფოსტაზე: egabadadze@spa.ge

მთავარი თემები