ქურთისტანის საინვესტიციო ფონდი საქართველოში ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს

© photo: Sputnik / Asatur Esayantsბენზინი
ბენზინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიზნესმენი ერაყის ქურთისტანიდან საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ინვესტირებას გეგმავს - ენერგეტიკიდან დაწყებული, სოფლის მეურნეობითა და ტურიზმით დამთავრებული.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ერაყის რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ქურთისტანის ავტონომიური რესპუბლიკის კერძო საინვესტიციო ფონდი საქართველოში ნავთობაგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს, განაცხადეს საქართველოს საპარტნიორო ფონდში.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ქურთისტანის საინვესტიციო ფონდის წარმომადგენელს, კომპანია „აზექსიმ ოილ პეტროლისა" და „რეგან გრუპის" პრეზიდენტს აჟდარ ასკერს ქართული ფონდის ფუნქციები გააცნო.

ქურთისტანის საინვესტიციო ფონდი, ენერგეტიკული სექტორის გარდა, ინვესტიციების დაბანდებას ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროშიც გეგმავს და საქართველოს საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს, აღნიშნეს ფონდში.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ყველა ახალი ამბავი
0