14:32 24 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8597
  • 100 RUB3.8955
  • USD2.4578
დიმიტრი ქუმსიშვილი და მუსტაფა ელიშატი

საქართველო და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გადახედავენ

© Минэкономики Грузии
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
4001

ქართული მხარე აპირებს მოილაპარაკოს თურქეთთან იმ საქონელზე საბაჟო გადასახადის შემცირების თაობაზე, რომელსაც საქართველოში საექსპორტო პოტენციალი აქვს. ესენია: ჩაი, ღვინო, ხორცი და თაფლი.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველო და თურქეთი უახლოეს დღეებში ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე არსებული შეთანხმების უფრო ეფექტურად ამოქმედებაზე დაიწყებენ მოლაპარაკებებს, — განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქ კოლეგასთან, მუსტაფა ელითაშემთან შეხვედრის შემდეგ.

დიმიტრი ქუმსიშვილი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება თურქეთში, სადაც თურქეთის ეკონომიკის მინისტრთან სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე იმსჯელა, მათ შორის, იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ქართულ ექსპორტს აქვს თურქულ ბაზარზე.

„დღეს თურქეთი არის ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი და აშკარად ვხედავთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავზარდოთ საქართველოდან ექსპორტი. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ძირითად მიმართულებებზე, სადაც გვაქვს ექსპორტის პოტენციალი. ეს არის ცოცხალი ხორცი და ცოცხალი პირუტყვი, ასევე ჩაი და ღვინო, თაფლი და მინერალური წყლები, რა თქმა უნდა, ის მინერალური ნედლეული, რომელიც საქართველოს გააჩნია. აქ ჩვენ გვაქვს სატარიფო ბარიერები — თურქეთის მხრიდან საკმაოდ მაღალია ტარიფები და შესაბამისად, ჩვენ ვითხოვეთ აღნიშნული ტარიფების გადახედვა“, — განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ტექნიკურ ბარიერებსა და მათ აღმოფხვრაზეც იმსჯელეს.

„მე დავპატიჟე ჩემი კოლეგა საქართველოში და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს დღეებში დაიწყება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გადახედვა თურქეთთან, რომელიც საბოლოო ჯამში, სასარგებლო გახდება როგორც ქართული, ისე თურქული მხარისთვის“, — აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა თურქეთთან 2016 წელს, გასულ წელთან შედარებით,  24,4%-ით შემცირდა 82,8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ბრუნვის საერთო მოცულობის 15.7%-ს შეადგენს. მიუხედავად ამისა, თურქეთი კვლავაც რჩება ქვეყნის ძირითად სავაჭრო პარტნიორად.

მთავარი თემები