08:31 11 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6138
  • 100 RUB4.1709
  • USD3.0743
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
4301

2014 წელს ბათუმის პორტში 33 საკრუიზო გემი შევიდა, რომელზეც 14 793 მგზავრი იმყოფებოდა, რაც 186,5%-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს.

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საკრუიზო ტურიზმის სტრატეგიის ასამოქმედებლად გასატარებელია რიგი ღონისძიებები, კერძოდ, უნდა შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა საკრუიზო გემების მისაღებად — განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამია ბერძენიშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე. სხდომაზე ბერძენიშვილმა წარადგინა ანგარიში საკრუიზო ტურიზმის სტრატეგიის განვითარების შესახებ. მისი თქმით, ამისათვის, უნდა მოხდეს ბათუმის პორტის გაერთიანება საკრუიზო საერთაშორისო ორგანიზაციებში; გატარდეს მარკეტინგული ღონისძიებები ბათუმის პორტის პოპულარიზაციისათვის; მოხდეს შავი ზღვის ქვეყნების ერთიან პლატფორმაში ბათუმის პორტის პოზიციონირება. 

 „საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის რეგიონში აუცილებელია აჭარის მთავრობისა და ბათუმის პორტის ჩართულობა. ერთი მხრივ ბათუმის, პორტმა უნდა განახორციელოს ინფრასტრუქტურული პროექტები, ხოლოს აჭარის მთავრობა ტურიზმის დეპარტამენტის საშუალებით უნდა აიღოს თავის თავზე რეკლამა და მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება“ — განაცხადა აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ.

 აღსანიშნავია, რომ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს რეგიონში საკრუიზო ტურიზმის სფეროს არსებული მდგომარეობის შესწავლასა და მისი განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში უცხოელი ექსპერტი დიდი ბრიტანეთიდან — პიტერ უაილდი დაეხმარა. შპს G. P. Wild International-ის წარმომადგენელი ბათუმში გასულ წელს იმყოფებოდა.

 2014 წელს ბათუმის პორტში 33 საკრუიზო გემი შევიდა, რომელზეც 14 793 მგზავრი იმყოფებოდა, რაც 186,5%-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს. (16 საკრუიზო გემი, 5 152 ტურისტი).


მთავარი თემები