03:35 23 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
ქართველ მწარმოებელთა პროდუქციის წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვა

შეიძინე მხოლოდ ქართული პროდუქცია!

http://kar.ge/3k/
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
4501

ქართული ნაწარმის წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვა.

  ლალი ნოზაძე 

 18-დან 20 დეკემბრის ჩათვლით, მოძრაობა kar.ge-სა და სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ „ქარვასლას“ ორგანიზებით, ქართველ მწარმოებელთა პროდუქციის წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ღონისძიების მიზანი ხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოჩენა და პოპულარიზაციაა. ორგანიზატორები ჩვენს მომხმარებლებს ურჩევენ, რომ თუ ქართულ პროდუქციას შეიძენენ, რომელიც არც ხარისხით და არც ფასით უცხოურ ანალოგებს არა თუ არ ჩამოუვარდება, სჯობს კიდეც, ამით ქართული ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებასა და დასაქმებას შეუწყობენ ხელს. 

 „18 ნოემბერს ორგანიზატორებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ და დავუთმობთ საგამოფენო სივრცეს ყველა იმ მეწარმეს, რომელიც ხარისხიან ქართულ პროდუქტს ქმნის. მომხმარებელს კი, ბევრ ქართულ კომპანიას ახალი და ხარისხიანი ქართული პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს, დეგუსტაციებს, პრეზენტაციებს, დაჯილდოებებს, ქართულ მუსიკას და სადღესასწაულო განწყობას ვპირდებით“ — აცხადებს მოძრაობა Kar.ge-ს დამფუძნებელი, კონსულტანტი და ტრენერი ტარიელ ზივზივაძე.

 აღსანიშნავია, რომ ქართული ნაწარმის პირველი გამოფენა-გაყიდვა „ქარვასლაში“ 26-27 სექტემბერს ჩატარდა, რომელშიც 22-მა კომპანიამ 2 ათასზე მეტ სტუმარს შესთავაზა თავისი მაღალხარისხიანი პროდუქცია და ადგილზე 1200 გაყიდვა განახორციელა. მეორე, წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვისთვის მზადება, რომელიც 18-20 დეკემბერს გაიმართება, უკვე დაიწყო. 

 

მთავარი თემები