EBRD-მ და საპარტნიორო ფონდმა ნენსკრა ჰესის პროექტის რეალიზაციის დეტალები განიხილეს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარტნიორო ფონდი K Water-თან ერთად აქტიურად მუშაობდა იმაზე, რომ EBRD-ს მიეღო მონაწილეობა პროქტში და ბანკს დაფინანსებისათვის 200 მილიონი დოლარი გამოეყო, - განაცხადა კოვზანაძემ.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ნენსკრა ჰესის პროექტის განხორციელების დეტალები იქნა განხილული  ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მიმართულების რეგიონული დირექტორისა და სს  „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტის შეხვედრაზე, — ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდი“ იტყობინება.  

 ფონდის წარმომადგენლებმა სტუმარს მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა პროექტი და რა პროცესები მიმდინარეობს ამჟამად.

 ფონდის მენეჯმენტის განცხადებით, სამშენებლო ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ წინა სამშენებლო სამობილიზაციო სამუშაოები დაიწყება, მანამდე კი პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა მიმდინარეობს.

 ცნობილია, რომ EBRD ნენსკრა ჰესის განხორციელების პროცესში ჩაერთო და ბანკი მზადაა ჰესის მშენებლობის დაფინანსებაში მიიღოს მონაწილეობა. ნენსკრა ჰესის პროექტზე საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K Water-თან ერთად მუშაობს.

 საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ EBRD-ის მხრიდან ოფიციალური დადასტურება 14-15 მაისს თბილისში ჩატარებულ EBRD-ს  ყოველწლიურ დირექტორთა საბჭოს ფორუმზე გაჟღერდა, რაც პროექტის წარმატებული  რეალიზაციის მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

 „საპარტნიორო ფონდი K Water-თან ერთად აქტიურად მუშაობდა იმაზე, რომ EBRD-ს მიეღო მონაწილეობა პრეოქტში და მოხარული ვარ რომ მათ დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს და  დაფინანსებისათვის 200 მილიონ დოლარს გამოყოფენ“,- განაცხადა კოვზანაძემ. 

 მისი თქმით, საბანკო კრედიტის კომპონენტში ასევე მიიღებენ მონაწილეობას აზიის განვითარების ბანკი და კორეის „ეკსიმ ბანკი“.

 ჰიდროელექტროსადგური სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე უნდა აშენდეს. 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ. აშშ. დოლარია. სადგურის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. ამ პროექტში ფონდის მრჩეველი საერტაშორისო საფინანსო კორპორაციაა (IFC).

 ფონდში აღნიშნეს, რომ მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოების დაწყება ივლისის თვიდან იგეგმება და სამუშაოები 5 წელს გასტანს. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს.


ყველა ახალი ამბავი
0