ინდოელები რუსეთში წყალქვეშა ნავების მშენებლობისთვის პარტნიორს ეძებენ

© фото - Александр Имедашвили, NEWSGEORGIAზღვა
ზღვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოლაპარაკებები ინდოეთში, გუჯარათის ნავმისადგომზე, უცხოელი პარტნიორების მიერ წარდგენილი ტექნოლოგიების საშუალებით, ექვსი თანამედროვე ატომური წყალქვეშა ნავის მშენებლობისთვის იმართება.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ინდოეთის კომპანია Reliance Infrastructure ”სტელსის” ტექნოლოგიით ატომური წყალქვეშა ნავების და სამხედრო გემების მშენებლობის მიზნით, ერთობლივი საწარმოს შექმნისთვის, რუსეთში პარტნიორს ეძებს, იუწყება პარასკევს ადგილობრივ გაზეთზე Economic Times-ზე დაყრდნობით სააგენტო РИА Новости.

 გამოცემის მონაცემებით, კომპანიის ტოპ-მენეჯერები მოსკოვში იმყოფებიან, სადაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს შეხვდნენ. მოლაპარაკებებთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, მათ უკვე ამ კვირაში შეეძლებათ ეწვიონ უწყების მმართველს სერგეი შოიგუს და აუცილებელი ტექნოლოგიური ექსპერტიზის მქონე პოტენციური რუსი პარტნიორი დაასახელონ.

ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებები ინდოეთში, გუჯარათის ნავმისადგომზე უცხოელი პარტნიორების მიერ წარდგენილი ტექნოლოგიების საშუალებით ექვსი თანამედროვე ატომური წყალქვეშა ნავის მშენებლობისთვის იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0