საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 13%-ით შემცირდა

© photo: Sputnikსატვირთო ტრანსპორტი
სატვირთო ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3015 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13%–ით ნაკლები.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. 2015 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვამ რუსეთთან მიმართებაში შეადგინა 219 მლნ აშშ დოლარი –  საქართველოს მთლიანი საგარეო ვაჭრობის ბრუნვის 7,3%, იუწყება ”საქსტატი”.

2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა 13%-ით შემცირდა. საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის რუსეთს მეოთხე ადგილი უკავია.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან რუსეთში ექსპორტმა დაახლოებით  40 მლნ აშშ დოლარი (ექსპორტის საერთო მოცულობის 5,8%) შეადგინა, ხოლო რუსეთიდან საქართველოში იმპორტმა — დაახლოებით 180 მლნ აშშ დოლარი (საერთო იმპორტის 7,7%). 

რუსეთი პირველობას უთმობს თურქეთს, რომლის საგარეო-სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსთან მიმართებაში დაახლოებით 476 მლნ აშშ დოლარი (საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვის 15,8%) შეადგინა, აზერბაიჯანს, რომელიც საქართველოს ძირითადი პარტნიორი ქვეყნების სიაში მეორე ადგილზეა (289,6 მლნ აშშ დოლარი — საერთო საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 9,6%) და ჩინეთს, რომელსაც საქართველოს ძირითადი პარტნიორი ქვეყნების სიაში მესამე ადგილი უჭირავს (248 მლნ აშშ დოლარი — მთლიანი საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 8,2%).

პირველ ათეულში ასევე შედიან: უკრაინა (168 მლნ აშშ დოლარი — 5,6%), გერმანია (167,7 მლნ აშშ დოლარი — 5,6%), აშშ (127,4 მლნ აშშ დოლარი — 4,2%), სომხეთი (120,3 მლნ აშშ დოლარი — 4%), ბულგარეთი (105 მლნ აშშ დოლარი — 3,5%), იტალია (85,5 მლნ აშშ დოლარი — 2,8%).

2015 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3015 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13%–ით ნაკლებია.

 

ყველა ახალი ამბავი
0