06:35 22 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
Михаил Саакашвили

საქართველოს ამერიკული ხორბლის იმედი აქვს - სააკაშვილი

фото - Александр Имедашвили, NEWSGEORGIA
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
6 0 0

ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყვარლის რაიონს ეწვია, სადაც აშშ-იდან იმპორტირებული ხორბლის საშემოდგომო თესვა დაიწყო.

თბილისი, 18 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყვარლის რაიონს ეწვია, სადაც აშშ-იდან იმპორტირებული ხორბლის საშემოდგომო თესვა დაიწყო.

პრეზიდენტის თქმით, შემოტანილი ხორბლის თესლი დიდ მოსავალს იძლევა, რაც საქართველოს მარცვლეულის წარმოების გაზრდაში დაეხმარება.

”ჩვენ ახალი თესლის გამოყენება უნდა ვისწავლოთ. ამერიკული ხორბალი მოსავალს მინიმუმ ორჯერ ზრდის, ხოლო მიწის ზოგიერთ ნაკვეთზე - სამჯერ და ოთხჯერ”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზაფხულში ზოგიერთი უცხოელი მსხვილი ექსპორტიორის მიერ მარცვლეული კულტურების გატანაზე აკრძალვამ პურზე და კვების სხვა პროდუქტებზე საქართველოში ფასების ზრდა გამოიწვია, რის შემდეგაც, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ამერიკული მარცვლეული შემოიტანეს, რომლის მიზანიც ქვეყანაში ხორბლის წარმოების გაზრდაა.

”ჩვენ მუდამ სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ. ფასები იზრდება და საქართველო ყოველთვის მსხვერპლის და ჩამორჩენილის როლში არ შეიძლება იყოს. მუდმივად არ უნდა გვეშინოდეს, რომ ვინმე მსხვილ მწარმოებელს თავში რაღაც გადაწყვეტილება მოუვა და შედეგად ჩვენ მშივრები დავრჩებით”, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ თავისი პრეზიდენტობის ვადის ბოლომდე საქართველო თავად შეძლებს ქვეყნისთვის აუცილებელი ხორბლის 35-40%-ის წარმოებას.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყვარლის რაიონი შემოტანილი ხორბლის დასათესად სპეციალურად შეირჩა, რადგანაც დღემდე მარცვლეული კულტურების ძირითადი ნაწილი დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში მოჰყავდათ და ახლა ”ხორბლის ნათესების გეოგრაფიის გაფართოება აუცილებელია”.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, საქართველო წლის განმავლობაში 800 ტონა ხორბალს მოიხმარს, რომლისგანაც ადგილზე მხოლოდ 15% იწარმოება. იმპორტირებული ხორბლის 95% მოდის რუსეთზე, დანარჩენი - ყაზახეთსა და უკრაინაზე.

მთავარი თემები