04:58 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
7610

ყველაზე გემრიელი და ახალი ყველი, ასევე პერფორმანსები და მუსიკა - დედაქალაქის მთაწმინდის პარკი ყველას გემრიელ ფესტივალზე ეპატიჟება.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. მთაწმინდის პარკი კვირას, 25 ივლისს ქართული ყველის ყოველწლიურ ფესტივალს უმასპინძლებს, იუწყებიან ორგანიზატორები.

მთაწმინდის პარკის მთავარ მოედანზე სტუმრები დააგემოვნებენ სხვადასხვა სახეობის ყველს, რომელიც გამოცდილი მეყველეების და ყველის კომპანიების მიერ იქნება წარმოდგენილი.

მოეწყობა საინტერესო პერფორმანსები, დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა. ტრადიციულად, დღესასწაულის სტუმრების განწყობას სასიამოვნო მუსიკა შექმნის.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საქართველოში ყველის წარმოება 8 ათას წელს ითვლის. საქართველოში ოფიციალურად ყველის 14 სახეობაა დარეგისტრირებული: დამბალხაჭო, ჩოგი, ტენილი ყველი, კალტი, კობი, აჭარული ჩეჩილი, მესხური ჩეჩილი, სულგუნი, მეგრული სულგუნი, სვანური სულგუნი, გუდის ყველი, თუშური გუდა, იმერული და ქართული.

ქართულმა ყველმა პორტალ Food Insider-ის ყურადღება მიიპყრო >>

 

მთავარი თემები