16:12 05 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6780
  • 100 RUB4.2550
  • USD3.1022
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
55 0 0

ქართული ელექტრონული და საკლუბო სცენების ვარსკვლავები შეიკრიბებიან ქალაქ რუსთავში - ყველა კონცერტზე დასწრება უფასოა.

თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. მუსიკალური ფესტივალი Iare Festival ქართველი დიჯეების მონაწილეობით გაიმართება ქალაქ რუსთავში 16-17 ივლისს, იუწყებიან ორგანიზატორები Facebook-ზე.

Iare Festival არის საფესტივალო ღონისძიებების სერია, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში ქალაქი რუსთავი უმასპინძლებს პირველ ღონისძიებებს, სადაც ლოკალური ელექტრონული სცენის წამყვანი შემსრულებლები გამოვლენ.

ფესტივალის პირველ დღეს - 16 ივლისს, რუსთავის პარკში დაუკრავენ ისეთი არტისტები, როგორიცაა The Forest, Chikovani და Mind Static. მეორე დღეს -წარდგებიან შემსრულებლები Jorjick, Michailo, ასევე ქუთაისის პროექტი Petit Astronaute.

ფესტივალის კონცერტებზე დასწრება უფასოა.

მთავარი თემები