18:27 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (310)
17 0 0

საქართველო დღეს დიდ ქართველ ხელოვანს ემშვიდობება – მას მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გამოჩენილი ქართველი რეჟისორისა და სცენარისტის, მწერლის, მხატვრისა და მარიონეტების თეატრის დამაარსებლის რეზო გაბრიაძის ხსოვნას.

„დღეს ჩვენ ვაცილებთ ძალიან დიდ ქართველს – რეზო გაბრიაძეს. ადამიანს, რომელმაც დიდი სამყარო დატოვა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რომელიც აღაფრთოვანებდა თაობებს და კიდევ ბევრ თაობას აღაფრთოვანებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.

რეზო გაბრიაძეს ხუთშაბათს, 10 ივნისს თბილისში, მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. დიდი მაესტროს ცხედარს 15:00 საათზე ანჩისხატის ტაძრიდან გამოასვენებენ.

თბილისში გამომშვიდობების ცერემონიის პარალელურად გაბრიაძის პანაშვიდები გაიმართება მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში – მოსკოვში წმინდა გიორგის ტაძარში, ხოლო სანქტ-პეტერბურგში – ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში.

რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. გაბრიაძე იყო ავტორი 35-ზე მეტი ფილმის სცენარის, მათ შორისაა ბევრისთვის საყვარელი „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“ და სხვა. ყველა ეს ფილმი ქართული კინემატოგრაფიის კლასიკად იქცა.

გაბრიაძე არის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის (1989), რუსთაველის პრემიის, „ნიკას“, „ტრიუმფის“, „ოქროს ნიღბის“ პრემიების ლაურეატი. ასევე ის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი.

თემები:
საქართველოს პარლამენტი (310)

მთავარი თემები