18:10 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
87 0 0

სიუჟეტის ცენტრშია ახალგაზრდა წყვილი, რომელიც ატარებს შვებულებას ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე მიტოვებულ სასტუმროში.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ქართველი მსახიობები ელენე მახარაშვილი და ნინი ნებიერიძე გადაიღეს ტრილერში Light Falls („შუქი ეცემა“), რომლის რეჟისორია ბერძნული წარმოშობის კინორეჟისორი და კინოოპერატორი ფიდონ პაპამაიკლი, რომელიც ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრისთვის „ოსკარზე“ ორჯერ იყო ნომინირებული.

სრულმეტრაჟიანი ფილმი Light Falls სვენ დაგონსის სცენარს ეფუძნება. სიუჟეტის ცენტრშია ახალგაზრდა წყვილი, რომელიც შვებულებას ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე მიტოვებულ სასტუმროში ატარებს. დაგონსის სცენარის მიხედვით, მთავარი გმირები ავარიის შემდეგ „ძალადობისა და შურისძიების სპირალში“ ხვდებიან.

პაპამაიკლის სრულმეტრაჟიანი ტრილერი ამჟამად „პოსტპროდაქშენის“ სტადიაშია და ის ეკრანებზე მომდევნო წელს გამოვა.

ფილმში საქართველოს სხვა წარმომადგენლებიც მონაწილეობენ: მსახიობი ლაშა ზამბახიძე, კორპოდიუსერები სოფიო ბენდიაშვილი და ბაჩო მებურიშვილი. ასოცირებული პროდიუსერები არიან ირაკლი როდონაია და თემურ უგულავა.

ელენე მახარაშვილმა მონაწილეობა უკვე რამდენიმე უცხოურ პროექტში მიიღო. მათ შორის არის Where are you, სადაც მისი პარტნიორი გახდა ლეგენდარული ენტონი ჰოპკინსი და სერიალების ვარსკვლავი მადლენ ბრუერი. ამავე ფილმში მისი მეუღლე, ირაკლი კვირიკაძე თამაშობს.

რაც შეეხება ნებიერიძეს, ის გადაღებულია გიგა აგლაძის ფილმში „გოგონა სლაიდიდან“ (2009).

მთავარი თემები