07:20 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (1115)
34 0 0

როგორც პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველო გაიძლიერებს პოზიციებს მსოფლიო რუკაზე.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ბათუმი UNESCO-ს კრეატიული ქალაქების ქსელში გაერთიანდება. ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე წერს.

ბოლქვაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურადაც მეტად მნიშვნელოვანია.

„UNESCO-სთან დაწყებული მოლაპარაკებები პარიზში წარმატებით დავასრულეთ, სხვა გამორჩეულ ევროპულ ქალაქებთან ერთად, „კრეატიული ქალაქების” ნუსხაში შევა ბათუმი. ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას მსოფლიო კულტურულ და ტურისტულ რუკებზე“, – აღნიშნა ბოლქვაძემ.

აქვე კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა UNESCO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ერნესტო ოტონეს.

UNESCO-ს კრეატიული ქალაქების ქსელი (UCCN) 2004 წელს შეიქმნა. მისი მიზანი იმ ქალაქების თანამშრომლობაა, რომლებიც სტაბილური ურბანული განვითარების სტრატეგიულ ფაქტორად კრეატიულობას მიიჩნევენ. ამჟამად ქსელში 246 ქალაქია გაერთიანებული.

თემები:
საქართველო და კულტურა (1115)

მთავარი თემები