ცეცხლოვანი დისკო–შოუ ცხელ ზაფხულში: ფრანგული დუეტი Ottawan ბათუმს ესტუმრება

© photo: Sputnik / Natalia Chetverikova / გადასვლა მედიაბანკშიOttawan
Ottawan  - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
გამოწერა
ფრანგულმა დუეტმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიხვეჭა ჰიტებით D.I.S.C.O. და Hands Up (Give Me Your Heart)

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ფრანგული დისკო–დუეტი Ottawan ბათუმში 24 ივლისს გამართავს კონცერტს. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

Ottawan – ფრანგული დისკო–დუეტია, რომელიც პოპულარული 1980–იანი წლების დასაწყისში გახდა. მსოფლიოში აღიარება დუეტმა ამ პერიოდში  სიმღერით DISCO მოიპოვა, ხოლო You're OK ყველა დროის ყველაზე მეტად გაყიდული 50 სინგლის რეიტინგს ედგა სათავეში.

კონცერტი ღამის კლუბ MonoHall Batumi–ში 22:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებაზე მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა (+18).

ყველა ახალი ამბავი
0