ქართული დრამა „ცუდი ხალხი“ ამერიკის დასაპყრობად მიემგზავრება

© photo: Georgian National Film Centerკადრი ფილმიდან „ცუდი ადამიანები“
კადრი ფილმიდან „ცუდი ადამიანები“ - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
გამოწერა
მძაფრსიუჟეტიანი ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული – მთავარი გმირი გია 1991 წლის თბილისის სამოქალაქო ომის მონაწილეა.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. გიორგი თავართქილაძის ფილმი „ცუდი ხალხი“ ლოს-ანჯელესის საერთაშორისო კინოფესტივალზე Indie Short Fest ერთდროულად ორ ნომინაციაშია წარდგენილი – ის „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისა“ და „საუკეთესო მამაკაცის როლის“ წოდებისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

პირდაპირი ტრანსლაციის კამერა - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2019
ქართველი რეჟისორის ფილმი კანადის კინოფესტივალზე მოხვდა

Indie Short Fest პირველი საერთაშორისო კინოფესტივალია, რომელმაც 2019 წელს თავისი პროგრამისთვის ფილმი „ცუდი ხალხი“ შეარჩია. დაჯილდოების ცერემონია ოქტომბერში გაიმართება. ფილმის ევროპული პრემიერა ტელეარხ Catalan TV-ზე (ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელეარხი) ივნისში გაიმართება.

ამას გარდა, რეჟისორი გიორგი თავართქილაძე მონაწილეობას მიიღებს დანიაში Odense International Film Festival-ის მთავარ კონკურსში, სადაც წარადგენს თავის მოკლემეტრაჟიან ფილმს „ერთი საათი“.

მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „ცუდი ხალხი" რეალურ მოვლენებს ეფუძნება. ფილმის მთავარი გმირია ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი გია, რომელიც 1991 წლის თბილისის სამოქალაქო ომის მონაწილე ხდება. სიუჟეტის მიხედვით, მცირეწლოვანი შვილისთვის სიცხის დამწევი წამლის ძიებისას გია თავის თანაკლასელებს ხვდება, რომლებიც მრავალი წელია არ უნახავს. მაგრამ მალე აღმოჩნდება, რომ ძველი მეგობრები სინამდვილეში მისი მტრები გახდნენ.

ფილმში მონაწილეობენ ვახო ჩაჩანიძე, ჯანო იზორია, მამუკა ესაძე, დიტო ცინცაძე, დავით კვირცხალია, ჯაბა პაპუაშვილი, ლაშა რამიშვილი, ბესო სოლომონიშვილი, ლევან კუხაშვილი და სხვ.

ქართულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა ლონდონის ფესტივალზე გაიმარჯვა>>

19-წუთიანი ფილმის სცენარის ავტორები არიან გიორგი თავართქილაძე და ვლადიმერ კაჭარავა, ოპერატორი – გელა ჩინჩალაძე. ფილმის წარმოებაზე კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით მუშაობდა საპროდიუსერო კომპანია 20 Steps Productions.

კადრი ფილმიდან „დასაწყისი“ - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
ქართული ფილმი „დასაწყისი" ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

ფილმის საერთაშორისო პრემიერა 2019 წლის 25 მარტს შედგა ჰონკონგში გამართულ კინოფესტივალზე.

ამ ფილმმა უკვე მიიღო პრიზები საერთაშორისო არენაზე. კერძოდ, მიიღო ჯილდო „საუკეთესო საერთაშორისო დრამა“ ლონდონის ფესტივალზე Discover Film Awards, ნომინაციაში „საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი“ ახალ კინოფესტივალზე Nightlight Impact Awards Festival და გრან–პრი საუკეთესო ფილმისთვის თანამეგობრობის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე „მოსკოვური პრემიერა“; ხოლო მთავარი და მეორეხარისხოვანი როლების შესრულებისთვის ვახტანგ ჩაჩანიძე და ჯანო იზორია საუკეთესო მსახიობებად აღიარეს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე Redline International Film Festival.

ყველა ახალი ამბავი
0