20:48 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (440)
204 0 0

ირმა გიგანი უამრავი მუსიკალური საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. სოციალურ ქსელში პიანისტზე ახალი სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. 25 წლის ქართველმა პიანისტმა ირმა გიგანმა ავსტრიის საერთაშორისო კონკურსის BECHSTEIN-BRUCKNER-ის პირველი პრემია მოიპოვა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „კონცეპტArt“-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ქალიშვილის წარმატებას სოციალურ ქსელში ეხმაურება პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი.

„მეგობრებო ბედნიერი ვარ! ჩემი ირმა გიგანი ავსტრიის ბეხშტეინ-ბრუკნერის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის და ყველა სპეცპრიზის გამარჯვებული გახდა. გილოცავ დე“, – დაწერა თაკო ჩარკვიანმა.

ირმა გიგანმა თბილისის კონსერვატორია დაამთავრა (მანანა დოიჯაშვილის კლასი). ის ცნობილ ქართულ ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუა ცნობილი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანია, ბიძა - მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი, დედა თაკო ჩარკვიანი - პიანისტი, მამა - ბიზნესმენი ჯონი გიგანი. ირმამ მუსიკალური უნარები ადრეული ასაკიდან გამოავლინა. უკვე სამი წლის ასაკში თვითონ ააწყო თავისი ბიძის მამუკა ჩარკვიანის კომპოზიცია.

ირმა გიგანი უამრავი მუსიკალური საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. ექვსი წლის ასაკში იტალიაში ფესტივალზე გრან-პრის მფლობელი გახდა. მაშინ კონკურსანტების ასაკი 12-დან 16 წლამდე იყო განსაზღვრული, მაგრამ როდესაც ფესტივალზე ირმა გიგანის ჩანაწერი მოისმინეს, პატარა პიანისტი კონკურსზე დაუშვეს. ორი წლის შემდეგ მან შოპენის სახელობის კონკურსის პრემია მოიგო. 14 წლის პიანისტი წარმატებით წარდგა მოსკოვში სოლო-კონცერტით. 2017 წელს დანიაში ირმა პიანისტების კონკურს Aarhus Competition-ის ლაურეატი გახდა.

თემები:
ქართველი სელებრითები (440)

მთავარი თემები