კახი კავსაძეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

© photo: courtesy of National Library of Georgiaკახი კავსაძე და ბელა მირიანაშვილი
კახი კავსაძე და ბელა მირიანაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
გამოჩენილი ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო რუსთაველის თეატრმა 28 აპრილს დანიშნული სპექტაკლი მოხსნა.

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. ყველასათვის საყვარელ მსახიობ კახი კავსაძეს, ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

მსახიობს რუსთაველის თეატრში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

კახი კავსაძეს ქაშუეთის ეკლესიიდან გაასვენებენ. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

კახი კავსაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2018
კახი კავსაძე: ბელას ისე ვაღმერთებდი, არავისთვის მემეტებოდა, საკუთარი თავისთვისაც კი

კახი კავსაძე 85 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა. მსახიობი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში გასული წლის 28 ნოემბერს მოათავსეს. მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა დაამარცხა დაავადება და კლინიკიდან გაეწერა. თუმცა, მოგვიანებით მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადიოდა.

ათწლეულების განმავლობაში კახი კავსაძე შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. მას 80-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

აღსანიშნავია მისი როლები ფილმებში „ვერის უბნის მელოდიები“, „ნატვრის ხე“, „მონანიება“, „უდაბნოს თეთრი მზე“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, „სიყვარული ყველას უნდა“ და სხვ. 2011 წელს რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ მსახიობზე გადაიღო დოკუმენტური ფილმი „კახი კავსაძე - ნეტავი იქ თეატრი არის?“

ყველა ახალი ამბავი
0