ქართული ფილმი „თეთრი ღამეები“ შვეიცარიის კინოფესტივალის გამარჯვებულია

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიბერნი
ბერნი - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
გამოწერა
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის ამბავს, რომლის ერთადერთი სურვილი შვილის ყოლაა. ფილმის გმირი ათ წელზე მეტია უნაყოფობას და სოციალურ ზეწოლას ებრძვის.

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. ქართველი კინორეჟისორის რატი წითელაძის ფილმი „თეთრი ღამეები“ შვეიცარიაში დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფესტივალის Visions Du Réel გამარჯვებული გახდა.

Visions Du Réel – ერთ-ერთი უძველესი და ავტორიტეტული ფესტივალია ევროპაში. ის 1969 წელს დაარსდა და ერთადერთი პლატფორმაა, სადაც ფართოდაა წარმოდგენილი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის, პოსტსაბჭოთა ქვეყნების დოკუმენტური კინემატოგრაფიული შემოქმედება. 

კადრი ფილმიდან მოთვინიერება - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
ქართულმა ფილმმა „მოთვინიერება“ საფრანგეთში მაღალი შეფასება დაიმსახურა

ქართული ფილმის წარმატების შესახებ სოციალურ ქსელში ფილმის პროდიუსერმა ნინო ვარსიმაშვილმა დაწერა და აღნიშნა, რომ პროექტმა ინდუსტრიულ პლატფორმაზე TDF AWARD-ის პრიზი მოიპოვა.

ფილმი მოგვითხრობს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ახალგაზრდა ქალის ამბავს, რომელსაც ერთადერთი სურვილი ამოძრავებს – ჰყავდეს შვილი. თუმცა, უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ის უნაყოფობასა და სოციალურ ზეწოლას ებრძვის.

რატი წითელაძე ლოს-ანჯელესის კონსერვატორიის კურსდამთავრებულია, სადაც იგი დაეუფლა როგორც სამსახიობო ოსტატობას, ისე რეჟისურის ხელოვნებას.

2010 წელს წითელაძემ დააფუძნა კინოკომპანია ArtWay Film, რომლის ბაზაზეც რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. რეჟისორს მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალსა და ფორუმში და მისი ნამუშევრები არაერთი ჯილდოთი აღინიშნა.

ყველა ახალი ამბავი
0