18:05 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
3710

პროექტის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილია 100-ზე მეტი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ინფრასტრუქტურული და საბავშვო პროექტის განხორციელება.

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. თბილისი ერთი წლით „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სტატუსს მიიღებს 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს.

პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების ონლაინ-ტრანსლაცია 17:30 საათზე დაიწყება. აღნიშნულ სტატუსს თბილისის მერი კახა კალაძე კუალა-ლუმპურის მერიის დელეგაციისგან გადაიბარებს.

  • იუნესკოს გადაწყვეტილებით, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს 2021 წლის 23 აპრილს კუალა–ლუმპურისგან გადმოიბარებს. პროექტის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილია 100-ზე მეტი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ინფრასტრუქტურული და საბავშვო პროექტის განხორციელება.

ღონისძიების გახსნის ცერემონიის ოფიციალური ნაწილის შემდეგ გაიმართება კოსტიუმირებული პერფორმანსი „ათი ცოცხალი სურათი ქართული ლიტერატურიდან“. პერფორმანსი აერთიანებს ქართული მწერლობის ისტორიის ათ სცენას ადრექრისტიანული ხანიდან ХХ საუკუნემდე. წარმოდგენის დრამატურგია დავით გაბუნია, სამხატვრო ხელმძღვანელი – უტა ბექაია, ქორეოგრაფი – ნათია ჩიკვაიძე, მუსიკის ავტორები – ნიკა მაჩაიძე და ტუსია ბერიძე.

ცერემონიის მეორე ნაწილი თანამედროვე ავტორებს დაეთმობა, წარმოდგენილი იქნება ფოტო-აუდიოპროექტი 13 ქართველი ავტორის მონაწილეობით და მოკლე ჩანახატი გურამ დოჩანაშვილის შესახებ.

UNESCO World Book Capital („წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“) – ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2002 წელს UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. ის მიზნად ისახავს წიგნის და კითხვის პოპულარიზაციას, წიგნის ინდუსტრიის და მომიჯნავე დარგების სტიმულირებას, ასევე თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების და გამომცემლების მხარდაჭერას.

მთავარი თემები