07:44 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (1090)
47 0 0

მდიდარი ისტორიის მქონე ქართული მუზეუმი პრესტიჟული ჯილდოს მიღებას მეორედ ცდილობს – იგი ნომინანტთა შორის 2020 წელსაც დასახელდა.

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. თბილისის ხელოვნების სასახლე ევროპის მუზეუმების ფორუმის „ევროპის საუკეთესო მუზეუმის“ (EMYA) პრემიის ნომინანტთა შორის დასახელდა, დაწერა Facebook-გვერდზე მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ.

პრემია „ევროპის საუკეთესო მუზეუმი“ (EMYA) – დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაციის „ევროპის მუზეუმების ფორუმის“ (EMF) ძირითადი პროექტია. EMF ევროპის საბჭოს ეგიდით მოქმედებს და ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის მუზეუმების სოციალური ხარისხის განვითარებაზეა ორიენტირებული. პრემია 1977 წლიდან გაიცემა. წელს კორონავირუსის პანდემიის გამო კონკურსი ონლაინ–ფორმატში ტარდება. 

გიორგი კალანდიას თქმით, ის ფაქტი, რომ მუზეუმი ნომინანტთა შორის აღმოჩნდა, უკვე დიდი მიღწევაა, ამიტომაც მუზეუმის დირექტორი საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს. კალანდია სოციალური ქსელის მომხმარებლებს მოუწოდებს, მუზეუმისადმი მიძღვნილი ვიდეო მოიწონონ და საკუთარ გვერდზე გაიზიარონ.

„გაზიარებისა და მოწონებების რაოდენობა, დარწმუნებული ვარ, ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს! ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველოში უყვართ ხელოვნება, პატივს სცემენ ისტორიას, უყვართ ჩვენი მუზეუმი და ხელოვნების სასახლე – ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმი!“ – დაწერა კალანდიამ. 

აღსანიშნავია, რომ ხელოვნების სასახლე „ევროპის საუკეთესო მუზეუმის“ პრემიაზე პირველად არაა ნომინირებული, იგი ნომინანტთა შორის 2020 წელსაც დასახელდა.

ხელოვნების სასახლე, ანუ თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ცენტრია. შენობა 1926 წელს ცნობილი არქიტექტორის პაულ შტერნის პროექტით აიგო.

მუზეუმი თბილისის ისტორიული უბნის ძველ სახლში რამდენიმე სართულს იკავებს. ფართო დარბაზებში წარმოდგენილია უნიკალური ექსპონატები, რომლებიც საქართველოს კინოს, თეატრს, კულტურას, მუსიკასა და ქორეოგრაფიას უკავშირდება.

აქ განთავსებულია 200 000-ზე მეტი ექსპონატი, რომლებიც მოგვითხრობს ქართული ხელოვნების განვითარებისა და ჩამოყალიბების ისტორიის შესახებ, ასევე ისტორიული აფიშები, თეატრალური კოსტიუმები, რომლებითაც გამოდიოდნენ ცნობილი ქართველი არტისტები, მემორიალური ნივთები, ფოტო-, ვიდეო- და აუდიომასალები, კინოფირები და მრავალი სხვ.

თემები:
საქართველო და კულტურა (1090)

მთავარი თემები