მოსკოვში ქართული ცეკვის ფესტივალი გაიმართება

© photo: Sputnik / MURAD ORUJOVუცხოეთში არსებული ქართული ცეკვის ანსამბლი
უცხოეთში არსებული ქართული ცეკვის ანსამბლი - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
გამოწერა
ღონისძიება უცხოეთში ქართული ხალხური საცეკვაო ხელოვნების პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. ქართული ცეკვის ფესტივალი მოსკოვის დიდ საკონცერტო დარბაზ Космос-ში 22–29 აპრილს გაიმართება, ნათქვამია „რუსეთში ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის“ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში

საერთაშორისო აეროპორტი „ვნუკოვო“ - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
რუსეთის ქართულმა დიასპორამ პუტინს ავიამიმოსვლის აღდგენის თხოვნით მიმართა

ღონისძიების ორგანიზატორია ქართულ–რუსული ურთიერთობების განვითარებისა და აღორძინების ფონდის კულტურის დეპარტამენტი. ფესტივალი ეძღვნება რუსეთისა და საქართველოს გამოჩენილი ქორეოგრაფის გივი ციმაკურიძის იუბილეს და ცეკვების საერთაშორისო დღეს.

საკონცერტო დარბაზის სცენაზე მოსკოვისა და მოსკოვის ოლქში არსებული 15-მდე ქართული ქორეოგრაფიული კოლექტივი წარდგება.

კონცერტი ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება. ფესტივალზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინ–რეგისტრაცია. კონცერტზე დასასწრები ადგილები შეზღუდულია.

ყველა ახალი ამბავი
0