Tbilisi Open Air არც წელს გაიმართება - ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ

© photo: SputnikTbilisi Open Air
Tbilisi Open Air - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
გამოწერა
მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air უკვე მეორედ გაუქმდა. სოციალურ ქსელში ფესტივალის შემქმნელების განცხადება ვრცელდება

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. მუსიკალური ფესტივალი „თბილისი ოფენ ეარი“ წელსაც ვერ გაიმართება, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც„ალტერვიჟენი“ სოციალურ ქსელში ავრელებს.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები წერენ, წელსაც, ისევე როგორც გასულ წელს, ფესტივალის გაუქმების მიზეზი პანდემიაა.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ურთულეს პერიოდს ერთად გადავლახავთ და 2022 წელს ისეთ ფესტივალს შემოგთავაზებთ, რომელიც სამწლიან მოლოდინს სრულად აანაზღაურებს. ვაუქმებთ Tbilisi Open Air 2021-ის ფეისბუქის ივენთს (facebook.com/events/501806750721717), 2022 წლის ფესტივალის თარიღებსა და ლაინაფს კი მომავალი წლის გაზაფხულზე გამოვაცხადებთ. ოფიციალური ივენთის გარდა, სამწუხაროდ, უცნობი პირების მიერ შექმნილია ფესტივალის რამდენიმე ფეიქ-ივენთი, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

Tbilisi Open Air თბილისში 2009 წლიდან იმართება და ის რეგიონში ღია ცის ქვეშ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალია. ამ ხნის მანძილზე მის სცენაზე უმღერიათ ისეთ ცნობილ მუსიკოსებს, როგორიცაა ზემფირა, ДДТ, Placebo, Beth Hart, Black Label Society, Tiger Lilies, Soap and Skin, Morcheeba, Tom Odell და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0