04:18 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (176)
90 0 0

ცნობილი ქართველი მსახიობი მაყურებელმა მორიგ გერმანულ სერიალში იხილა. ნახეთ ფილმის დეტალები და მერაბ ნინიძის კიდევ ერთი წარმატება.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ცნობილი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე გერმანული ტელეარხი ZDF-ის მინისერიალში „ექიმი ბალუზი“ მთავარ, ექიმის როლს თამაშობს. 6-სერიანი დრამის პრემიერა 1 აპრილს შედგა.

სერიალმა „მაკმაფიამ" (McMafia), სადაც მერაბ ნინიძე ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, „ემის" (International Emmy) ჯილდო მოიპოვა. „ემის" დაჯილდოება 2020 წლის 25 ნოემბერს გაიმართა. „მაკმაფიას" ჯილდო საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში ერგო. ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე პრიზი სერიალის რეჟისორს ჯეიმს უოტკინსსა და შემოქმედებით ჯგუფს გადაეცა.

მერაბ ნინიძე 1965 წლის 3 ნოემბერს თბილისში დაიბადა. დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (გიზო ჟორდანიას სახელოსნო). თეატრალურ სცენაზე მისი დებიუტი ჯერ კიდევ 1980 წელს შედგა — 15 წლის ასაკში მან რობერტ სტურუას სპექტაკლში „რიჩარდ III" პრინც ედუარდის როლი ითამაშა.

1992 წელს ნინიძე დიდ ბრიტანეთში გადავიდა, საიდანაც 1995 წელს ვენაში (ავსტრია) გაემგზავრა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს და მუშაობს. კინოში მისი დებიუტი 1984 წელს შედგა თენგიზ აბულაძის „მონანიებაში", სადაც მან აბელ არავიძის შვილიშვილის როლი შეასრულა.

თემები:
ქართველი სელებრითები (176)

მთავარი თემები