04:35 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (1077)
78 0 0

ფილმი სამი მეგობრის ისტორიას მოგვითხრობს – მათ სიყვარულსა და ურთიერთდაპირისპირებაზე, რომელიც ნაწილობრივ პოლიტიკურ ნიადაგზე ხდება და რაღაც მომენტში ისინი საშინელ მდგომარეობამდე მიჰყავს.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ესპანელი როსი დე პალმა და ფრანგი ჟერარ დეპარდიე მიიღებენ მონაწილეობას ქართველი რეჟისორისა და სცენარისტის მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში „ტერცო მონდო“, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

სურათს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და საზღვარგარეთ გადაიღებენ. ფილმში მონაწილეობენ ქართველი მსახიობები ლევან წულაძე, დუტა სხირტლაძე, ქეთა შათირიშვილი. „ტერცო მონდო“ კინოცენტრის მხარდაჭერით იქმნება.

ფილმი სამი ადამიანის ისტორიას – მათი სიყვარულისა და ხშირად პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირების შესახებ მოგვითხრობს. სცენარი ცნობილი ქართველი მწერლის აკა მორჩილაძის ოცი წლის წინ დაწერილი მოთხრობის მოტივების მიხედვით დაიწერა.

„უნიჭიერესი ერი, უნიჭიერესი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ უდიდესი სიხარული მოუტანონ ერთმანეთს და საზოგადოებას, და იგივე ადამიანები – რაღაც შური იქნება თუ წინააღმდეგობა, ეჭვი – შეიძლება მოიქცნენ, როგორც უზნეო ადამიანები, ნადირადაც შეიძლება იქცნენ“, – განაცხადა რეჟისორმა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა საქართველოსთვის დღესაც აქტუალურია.

მერაბ კოკოჩაშვილი 86 წლისაა. ის არის ВГИК-ის სარეჟისორო ფაკულტეტის კურსდამთავრებული. 1970-იანი წლების დასაწყისში კოკოჩაშვილი კინოსტუდია „ქართულ ფილმთან“ არსებულ კურსებზე მსახიობთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა. 1989 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, მოგვიანებით იყო საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის პროფესორი.

კოკოჩაშვილი რეჟისორია ფილმებისა: „დიდი მწვანე ველი“, „ნუცას სკოლა“, „უსუი“, „გზა მშვიდობისა, ჯაყო!", „მიხა“. როგორც მსახიობი გადაღებულია ფილმებში „გიორგი სააკაძე“, „არ დაიდარდო“, „მწვერვალი".

თემები:
საქართველო და კულტურა (1077)

მთავარი თემები