08:30 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
116 0 0

ცნობილი ქართველი ლოტბარის სამოქალაქო პანაშვიდს უამრავი ადამიანი და ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

თბილისი, 3 აპრილი  – Sputnik. ქართველი მომღერალი, გამოჩენილი ლოტბარი, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი სამების საკათედრო ტაძრიდან საზოგადოებამ ტაშით გააცილა.

ანზორ ერქომაიშივილს დღეს, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

ქართველი ლოტბარის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორემ. პატრიარქის თქმით, მისმა გარდაცვალებამ უფრო მკვეთრად დაანახა ყველას, რამხელა ღვაწლი აქვს შეტანილი ანზორ ერქომაიშვილს ქართულ კულტურაში.

„მისმა გარდაცვალებამ დაგვანახა, რომ იგი გაცილებით უფრო დიდი და განუმეორებელი იყო, ვიდრე ჩვენ მას აღვიქვამდით. მისი პიროვნების უნიკალურობას, ღვთივმიმადლებულ ნიჭსა და შრომისმოყვარეობასთან ერთად, განაპირობებდა იშვიათი სიკეთე და თავმდაბლობა. ამიტომაც გახდა იგი ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის მსახურ ერქომაიშვილთა ცნობილი გვარის ღირსება და საქართველოსთვის დამაშვრალ მამულიშვილთა შორის კელაპტარი ჩაუქრობელი“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ანზორ ეროქმაიშვილის გარდაცვალებამ ყველა გააერთიანა.

„დღეს თუ უყურებდით ვინ შემოვიდა ტაძარში, შემოვიდა მთელი საზოგადოება, მთელი საქართველო. დიდი, პატარა, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებიც იყვნენ და ეს არის ის ძალიან დიდი მაგალითი, რაც დაგვიტოვა ანზორმა. მე მგონი, არ არსებობს ადამიანი დღეს, რომელიც არ გლოვობს საქართველოში. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უყვარდა და პატივს არ სცემდა ბატონ ანზორს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსის ინფექციის გართულების ნიადაგზე, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანზორ ერქომაიშივილი დღეს, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდს უამრავი ადამიანი და ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

გამოჩენილ ლოტბარსა და მუსიკოსს, ანსამბლების „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელ ანზორ ერქომაიშვილს 2020 წლის 10 აგვისტოს 80 წელი შეუსრულდა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იგი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

ანზორ ერქომაიშვილი არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე (2014). ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „შავი შაშვი ჩიოდა“, „ბაბუა“.

მთავარი თემები