ლეგენდის ფენომენი: ქართულ ბალეტ „სუხიშვილებს“ წიგნი მიუძღვნეს

© photo: Sukhishvilebi / FB"სუხიშვილები"
სუხიშვილები - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
გამოწერა
გამოცემა მკითხველს ქართული ცეკვის ლეგენდარული ანსამბლის ისტორიას მოუთხრობს – დაარსებიდან დღემდე..

 

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. თბილისში ანსამბლ „სუხიშვილებისადმი“ მიძღვნილი წიგნი გამოვიდა – გამოცემა მკითხველს ქართული ნაციონალური ბალეტის შესახებ მოუთხრობს, ნათქვამია ანსამბლის დირექტორის ნინო სუხიშვილის Facebook–გვერდზე. 

„სუხიშვილების“ მოცეკვავე - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2020
მთელი მსოფლიოსთვის: ანსამბლი „სუხიშვილები“ ვირტუალურ კონცერტს გამართავს

„სუხიშვილები“ – ასე ჰქვია წიგნს, რომელიც დაბეჭდვას მთელი წლის განმავლობაში ელოდებოდა. „დასრულდა მთელი წლის ნამუშევარი! ესაა პანდემიის დროს გაკეთებული წიგნი. ანსამბლის ისტორია და მოღვაწეობა 1945-2020 წლებში“, –დაწერა ნინო სუხიშვილმა.

ანსამბლის შემქმნელები, პროფესიონალი მოცეკვავეები ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ქართული ხალხური ცეკვის აღორძინებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეუდგნენ.

სუხიშვილისა და რამიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტი 1945 წელს დაარსდა. ეს იყო საქართველოს პირველი პროფესიონალური ანსამბლი, რომლის მაგალითსაც მოგვიანებით სხვებმაც მიბაძეს.

დღეს მსოფლიოში განთქმულ ანსამბლს სუხიშვილი-რამიშვილების დინასტიის მესამე თაობა ხელმძღვანელობს. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი - ნინო სუხიშვილი.

ანსამბლმა ილიკო და ნინო სუხიშვილების ხელმძღვანელობით ინოვაციური რეფორმა გაატარა, რომელიც მიახლოებულია ე.წ. მოდერნისტული ბალეტის პრინციპებთან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავისი არსით ესაა ქართული ეროვნული ქორეოგრაფია – ადგილობრივ ფოლკლორზე აღმოცენებული ცეკვები.



ყველა ახალი ამბავი
0