„ფორსაჟი 9“-ის პრემიერის ახალი თარიღი დასახელდა

© Sputnik / Vladimir Umikashvili"ფორსაჟის" გადაღება
ფორსაჟის გადაღება - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
გამოწერა
თავიდან ფილმი გაქირავებაში 2020 წლის მაისში უნდა გამოსულიყო, მაგრამ ფილმის ავტორების გეგმები კორონავირუსის პირველი ტალღის გამო შეიცვალა – ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დიდი რაოდენობით კინოთეატრები დაიხურა.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ამერიკულმა სტუდია Universal Pictures-მა ფილმ „ფორსაჟი 9“-ის პრემიერა, რომლის ზოგიერთი ეპიზოდი საქართველოში გადაიღეს, მესამედ გადადო, წერს გამოცემა Variety

ბერლინალე - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
„სასიამოვნოდ სევდიანი" – როგორ შეაფასეს ქართული ფილმი ბერლინალეზე

მძაფრსიუჟეტიანი ფილმის პრემიერის თარიღად თავიდან 2021 წლის 2 აპრილი, შემდეგ 28 მაისი დასახელდა, პრემიერის ახალ თარიღად კი ამჯერად 25 ივნისი გამოცხადდა.

„ფორსაჟი" (The Fast and the Furious) ამერიკული ფრენჩაიზია, რომელიც ამჟამად რვა სრულმეტრაჟიანი და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმისგან შედგება. იგი სტუდია Universal-ის ყველაზე მომგებიანი ფრენჩაიზია – მისი საკასო შემოსავალი 5,1 მლრდ დოლარია.

ფილმის რეჟისორია ჯასტინ ლინი, მსახიობები: ვინ დიზელი, დუეინ ჯონსონი, ჯორდანა ბრიუსტერი, ლუკას ბლეკი, ტაირიზ გიბსონი, მიშელ როდრიგესი.

„ფორსაჟის“ პირველ შვიდ ფილმში ბრაიან ო'კონერის მთავარ როლს ასრულებდა ცნობილი ამერიკელი მსახიობი პოლ უოკერი, რომელიც 2013 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

საქართველოში „ფორსაჟი 9"-ის ეპიზოდების გადაღება 2019 წლის 19 აგვისტოდან დაიწყო და 22 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. კინომწარმოებელმა კომპანია Universal-მა ხუთწუთიანი ეპიზოდები ძველ თბილისში, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე რუსთავში გადაიღო. გადაღებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა. რაც შეეხება ბიუჯეტს, თბილისში გადაღებებზე 32 მლნ ლარი დაიხარჯა.

 

ყველა ახალი ამბავი
0