ზურა დოიჯაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ

© Pixabay / Seth0sყვითელი ვარდი საფლავზე
ყვითელი ვარდი საფლავზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
გამოწერა
ცნობილი ქართველი მომღერალი მძიმე დაავადებით გარდაიცვალა. ის რამდენიმე თვის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ცნობილ ქართველ მომღერალს ზურაბ დოიჯაშვილს, რომელიც ისრაელში გარდაიცვალა, დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ, ამის შესახებ ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ საკუთარ Facebook-გვერდზე რამდენიმე დღის წინ დაწერა.

 

ზურა დოიჯაშვილი 14 თებერვალს ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც ის მძიმე დაავადებას ებრძოდა. ბოლო თვეების განმავლობაში მომღერალი პრაქტიკულად გონზე არ მოსულა, წონაში ძალიან დაიკლო და ბოლოს ის მხოლოდ 37 კილოგრამს იწონიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ზურა დოიჯაშვილს ანჩისხატის ეკლესიიდან გამოასვენებენ.

ზურაბ დოიჯაშვილი 1963 წლის 17 აგვისტოს დაიბადა. პროფესიით მშენებელი იყო, თუმცა მთელი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა.

დოიჯაშვილი არის ავტორი ჰიტებისა: „მელიქიშვილის გამზირი“, „მენატრება თბილისი“, „ამოდი, მზეო“, „მიყვარს ყველაფერი ძველი“, „ფიფქის გოგონა“ და სხვ.

2020 წლის დეკემბერში დიდი საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) წინ ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0