„დუხობორების მიწა“: ქართველმა ფოტოგრაფმა აშშ-ის ფესტივალის გრანტი მიიღო

© photo : courtesy of Natela Grigalashviliმოსწავლეები პანკისში
მოსწავლეები პანკისში - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
გამოწერა
სოფელ გორელოვკაში გადაღებული დუხობორების ფოტოები ქართველი ფოტოგრაფის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ნამუშევრებია

თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. ქართველი ფოტოგრაფის, ნათელა გრიგალაშვილის ფოტოსერიამ, „დუხობორების მიწა“ ამერიკული ფოტოფესტივალის Eyes on Main Street გრანტი მიიღო.

როგორც ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, გრიგალაშვილი მეორე ფოტოგრაფია, რომელმაც ორი ათასი დოლარის ოდენობის გრანტი დაიმსახურა. პირველი იყო დამოუკიდებელი ფოტოჟურნალისტი ანდრია ხაუტამაკი, რომელიც გრანტის მფლობელი 2019 წელს გახდა.

მომღერალი The Weeknd - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2020
ფოტოგრაფ დავით გიორგაძის ობიექტივში მორიგი მსოფლიო ვარსკვლავი მოხვდა

„ნათელა გრიგალაშვილი - ფოტორეპორტაჟებისთვის ჩვენ მიერ დაწესებული გრანტის მეორე მფლობელია. 2020 წელს მსოფლიოში ჯანდაცვის სფეროში შექმნილი ვითარების გამო რეპორტაჟის მიმდინარე წლის გაზაფხულამდე გადადება მოგვიწია. ნათელა იმუშავებს „დუხობორების მიწაზე“, რათა დაასრულოს რამდენიმე წლის წინ საქართველოში (ევროპა) დაწყებული მუშაობა“, - ნათქვამია ვებგვერდზე.

ფესტივალის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ქართველი თავის ფოტორეპორტაჟს 2021 წლის 30 ოქტომბერს Eyes on Main Street-ის მე-7 ფესტივალზე წარადგენს.

სოფელ გორელოვკაში (სამცხე-ჯავახეთის მხარე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი) გადაღებული დუხობორების ფოტოები ფოტოგრაფის ყველაზე დასამახსოვრებელი ნამუშევრებია. ნათელა გრიგალაშვილს მიღებული აქვს პრიზები, მათ შორის, მოსკოვის დოკუმენტური ფოტოგრაფიის ცენტრის, FOTODOC-ის პრემია Direct Look. ამ ფოტოპროექტზე გრიგალაშვილი 2013 წლიდან მუშაობს.

ნათელა გრიგალაშვილი 1965 წელს ხაშურში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისში, თოიძის სახ. სამხატვრო ლიცეუმში განაგრძო, მუშაობდა მხატვარ-დეკორატორად მინიატურების სახელმწიფო თეატრში. ამავე პერიოდში დაიწყო დამოუკიდებლად ფოტოგრაფიის შესწავლა, რის შემდეგაც მუშაობდა მასმედიის სხვადასხვა ფოტოპროექტში.

ყველა ახალი ამბავი
0