„მუსიკა შენს ფანჯრებთან“ – თბილისში ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტი დაიწყო

გამოწერა
თუ კონცერტზე ვერ მიდიხართ, მაშინ კონცერტი მოვა თქვენთან – ასე გადაწყვიტეს ქართველმა მუსიკოსებმა და თბილისელებს შესანიშნავი საღამო მოუწყვეს.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ქართველმა დირიჟორმა და კომპოზიტორმა ნიკოლოზ რაჭველმა ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და პოპულარულ არტისტებთან ერთად თბილისის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში გუშინ კონცერტი გამართა.

„მუსიკა შენს ფანჯრებთან“ – ესაა სოციოკულტურული პროექტი, რომლის კონცეფცია ასეთია: თუ თქვენ ვერ ესწრებით კონცერტს, ის თვითონ მოვა თქვენთან.

ქუჩის მუსიკოსების კონცერტი ორბელიანის სასახლესთან - ვიდეო - Sputnik საქართველო
ქუჩის მუსიკოსების კონცერტი ორბელიანის სასახლესთან - ვიდეო

ამგვარად აპირებს ნიკოლოზ რაჭველი ცნობილ მუსიკოსებთან და სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ეზოებში სტუმრობასა და კონცერტების გამართვას, მცხოვრებლები კი მუსიკით დატკბობას თავიანთი ფანჯრებიდან და აივნებიდან შეძლებენ.

პირველ ასეთ კონცერტში, ორკესტრის გარდა, მონაწილეობდნენ მევიოლინე გიორგი ცაგარელი, მუსიკოსები ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე. ასევე იყო საცეკვაო ნომერი ქორეოგრაფისა და მოცეკვავის თეა დარჩიას შესრულებით.

როგორც ჟურნალისტებს ნიკოლოზ რაჭველმა განუცხადა, ის და მუსიკოსები თავად ყველაზე ბედნიერი არიან, რადგან დიდი ხნის შემდეგ მიეცათ საშუალება, მსმენელს შეხვედროდნენ და „კონცეპტArt“-თან ერთად შემუშავებული ექსპერიმენტით გაეხარებინათ მსმენელები.

ყველა ახალი ამბავი
0