Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ანიტა რაჭველიშვილი კორონავირუსით მეორედ დაავადდა

© Facebook / Anita Rachvelishviliანიტა რაჭველიშვილი
ანიტა რაჭველიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საოპერო მომღერალს კორონავირუსი პირველად 2020 წლის ზაფხულში გადაედო. მაშინ დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობდა.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ქართველი მეცო–სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი კორონავირუსით მეორედ დაავადდა. ამის შესახებ მან თვითონ განაცხადა Facebook-გვერდზე.

„ძალიან შევშფოთდი! დღეს COVID-19-ის ტესტზე დადებითი პასუხი მივიღე. უკვე მეორედ იმის მერე, რაც ეს ჯოჯოხეთი დაიწყო! აღარ შემიძლია!“ – დაწერა რაჭველიშვილმა.

პირველად ანიტა რაჭველიშვილს კორონავირუსი გასული წლის ივლისში დაუდასტურდა. მისი თქმით, დაავადება მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობდა. მას შემდეგ მომღერალი სისტემატურად იკეთებდა ტესტს კორონავირუსზე და აქამდე მისი პასუხები უარყოფითი იყო.

ანიტამ, როგორც თავად აღნიშნა, თავი 23 იანვარს ცუდად იგრძნო, დაკარგა ყნოსვისა და გემოს შეგრძნება და ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

„როგორ ვწუხვარ, კოლეგებო, რომლებსაც ახლა ტესტირებებისა და კარანტინის გავლა გიწევთ! მაპატიეთ! დიდი იმედი მაქვს, რომ 10 დღეში ტესტს გავიკეთებ და Wiener Staatsoper-ში (ვენის საოპერო თეატრი) კარმენს შევასრულებ ტელევიზიისა და ონლაინ–სტრიმებისთვის! ყველას ჯანმრთელობასა და უსაფრთხოდ ყოფნას გისურვებთ“, – წერს მომღერალი, რომელიც ამჟამად ავსტრიაში იმყოფება.

მომღერლის ხელმომწერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მას სწრაფად გამოჯანმრთელებასა და სულიერ სიმტკიცეს უსურვებენ.

ყველა ახალი ამბავი
0