გარდაიცვალა ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი ჯულიეტა ვაშაყმაძე

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიანთებული კანდელი
ანთებული კანდელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეწამყვანი, რომელიც საქართველოს ტელევიზიაში მისი დაარსების დღიდან მოღვაწეობდა, შეიძლება ითქვას, რომ გასული საუკუნის ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე იყო

თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი და მსახიობი ჯულიეტა ვაშაყმაძე, იუწყება პირველი არხი.

© photo: National library of Georgiaცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი ჯულიეტა ვაშაყმაძე
გარდაიცვალა ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი ჯულიეტა ვაშაყმაძე - Sputnik საქართველო
ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი ჯულიეტა ვაშაყმაძე

 

ჯულიეტა ვაშაყმაძე საქართველოს პირველ არხზე ტელევიზიის დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა, ჯერ დიქტორად, ხოლო 1968 წლიდან ტელეკომენტატორად. სხვადასხვა დროს მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები.

2013 წლის 30 დეკემბერს, ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა არხმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს, მათ შორის, ჯულიეტა ვაშაყმაძეს.

ჯულიეტა ვაშაყმაძე გადაღებულია არა ერთ ფილმში. მათ შორის: „ყვავილი თოვლზე“, „პაპა გიგია“, „თოჯინები იცინიან“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“.

60-იან წლებში ჯიულიეტა ვაშაყმაძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე გამოდიოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0