09:13 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (69)
78 0 0

დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები სლესის ინფრასტრუქტურულ მოწყობასა და ტურისტულ სივრცედ ადაპტირებას მოიცავს.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მომავალი წლიდან სლესის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სლესის ციხე ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის მე-11 საუკუნით თარიღდება. ამ დროისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ციხიდან შემორჩენილია ერთი კოშკი. სლესის ციხის კოშკის სამხრეთ-დასავლეთი ფრაგმენტი რამდენიმე დღის წინ ჩამოიშალა. ადგილობრივი მცხოვრებლების განმარტებით, ნგრევა მეხის დაცემამ განაპირობა. ციხის მდგომარეობა სააგენტოს არქტიტექტორ-რესტავრატორმა 18 დეკემბერს შეაფასა.

საკონსერვაციო პროექტი ითვალისწინებს სლესის ინფრასტრუქტურულ მოწყობასა და მის ტურისტულ სივრცედ ადაპტირებას.

სააგენტოს ინფორმაციით, ჩრდილოეთ მხარის კოშკის ჩამოშლილი ფრაგმენტის რესტავრაცია–კონსერვაციის პროცესს ფონდი „ქართუ“ განახორციელებს. სამუშაოები 2021 წლის გაზაფხულიდან დაიწყება.

„სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების შემდგომ სლესის ციხე სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთი თვალსაჩინო ტურისტული ადგილი გახდება. წინასწარი მონაცემებით, სლესის ციხის არქეოლოგიური გაწმენდის, კონსერვაციისა და ინფრასტრუქტურული მოწყობის პროექტი 2 წელიწადს გასტანს“, – აცხადებენ უწყებაში.

საპროექტო დოკუმენტაცია 1948 წელს არქიტექტორ ვლადიმერ წილოსანის მიერ შესრულებულ ანაზომებსა და 1977 წელს ჩატარებული რეაბილიტაციისას რესტავრატორთა ჯგუფის მიერ შესრულებულ ანგარიშებს დაეფუძნება, რომლებიც სააგენტოს არქივშია დაცული.

თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (69)

მთავარი თემები