14:16 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (117)
54 0 0

რუსეთის ფედერაციის კინოფილმების სახელმწიფო ფონდის მიერ საქართველოში კინომემკვიდრეობის დაბრუნების პროცესი აქტიურად გრძელდება.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა 2020 წლის განმავლობაში გასული საუკუნის რვა კინოფილმის რესტავრაცია განახორციელა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კინოცენტრმა მიმდინარე წელი 1920-იანი წლების კინემატოგრაფიის წლად გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიამ ხელი შეუშალა ამ მნიშვნელოვან ინიციატივასთან დაკავშირებით დაგეგმილი არაერთი ღონისძიების ჩატარებას, ცენტრმა მაინც მოახერხა XX საუკუნის დასაწყისის ფილმების აღდგენის პროექტის განხორციელება. 

საუბარია რუსეთის ფედერაციის კინოფილმების სახელმწიფო ფონდიდან („გოსფილმოფონდი“) მიღებული ფილმების ასლებზე. რესტავრირებულ ფილმებს შორისაა „კაკო ყაჩაღი“, „გოგი რატიანი“, ვინ არის დამნაშავე“, „საბა“ „ელისო“ და ა.შ.

„პარალელურად დასრულდა მუშაობა წიგნზე „1920-იანი წლების ქართული კინო“, რომელიც ასახავს ქართული კინოს განვითარების ამ მნიშვნელოვან ათწლეულში მოღვაწე რეჟისორთა შემოქმედებას. წიგნის გამოცემა 2021 წელს იგეგმება“, – ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

კინომემკვიდრეობა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2021 წელი კინოცენტრმა 1930-იანი წლების კინოს წლად გამოაცხადა. მომავალ წელს სწორედ ამ ეპოქის ფილმების რესტავრაცია იგეგმება. ასევე მოსალოდნელია უკვე რესტავრირებული ფილმების მასშტაბური რეტროსპექცივა, კინოკონფერენციისა და საჯარო ლექციების ჩატარება.

გარდა ამისა, კინოცენტრში აღნიშნავენ, რომ წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება ინტერესი საერთაშორისო კინოფესტივალების მხრიდან ქართული კინომემკვიდრეობის მიმართ, ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით მაღალპროფესიონალურ დონეზე რესტავრირებული ფილმები კი საფესტივალო სტანდარტების შესაბამისია.

თემები:
ქართული კინო (117)

მთავარი თემები