14:04 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (1026)
66 0 0

ფესტივალს გახსნის კამერული ორკესტრი „საქართველოს სიმფონიეტა“, რომელიც დიდი მაესტროს, გია ყანჩელის ნაწარმოებებს შეასრულებს

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. რიგით 23-ე ქართული საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" მსმენელებს უმზადებს ონლაინ-კონცერტების სერიას, რომლებიც 15,19 და 23 დეკემბერს გაიმართება.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, იმის გამო, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო ფესტივალის ჩვეულ რეჟიმში გამართვა ვერ მოხერხდა, მასში უცხოელმა ვარსკვლავებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს. თუმცა ღონისძიება მაინც ჩატარდება, თუნდაც ვირტუალურად. ყველა კონცერტის ნახვა შესაძლებელი იქნება სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის Facebook-გვერდზე.

ფესტივალი გაიხსნება 15 დეკემბერს კონცერტით, რომელიც ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის 85 წლის იუბილეს მიეძღვნება. სცენაზე წარდგება თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სიმფონიეტა“ მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით. საღამოს პროგრამაშია მინიატურები ორკესტრისთვის.

მეორე კონცერტი 19 დეკემბერს შედგება - მაყურებელი დაესწრება ვოკალური მუსიკის ონლაინ-საღამოს . კონცერტზე წარდგებიან ისეთი არტისტები, როგორებიცაა სალომე ჯიქია (სოპრანო), ირინა ალექსიძე (მეცო-სოპრანო), არმაზ დარაშვილი (ტენორი), ნიკოლოზ ლაგვილავა (ბარიტონი). საღამოს პროგრამაშია პუჩინის, ოფენბახის, ბიზეს და ვერდის მუსიკა.

ფესტივალის ბოლო დღეს - 23 დეკემბერს ორგანიზატორები წარადგენენ ჯაზის საღამოს. დაუკრავენ პიანისტი ზურა რამიშვილი, კახა ჯაგაშვილი (საქსოფონი), პავლე კვაჭაძე (კონტრაბასი), ზაზა ცერცვაძე (დრამი).

საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" ტარდება 1997 წლიდან საქართველოს სახალხო არტისტის, სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის, პიანისტ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით.

თემები:
საქართველო და კულტურა (1026)

მთავარი თემები