16:22 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2635)
433 0 0

ნათია თოდუა საერთაშორისო მსმენელმა გერმანული Voice-დან გაიცნო, მანამდე ნათიამ 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ქართულ X-Factor-ში, ხოლო 2015 წელს – უკრაინულში.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ქართველი მომღერლის ნათია თოდუას მიერ გერმანულ „ვოისში“ ბრმა მოსმენის დროს შესრულებული სიმღერა ამავე კონკურსის ოფიციალურმა არხმა ათ საუკეთესო შესრულებაში შეიყვანა.

სიმღერა I Put A Spell On You კონკურსის ოფიციალურ არხზე Best of The Voice მეხუთე ადგილზე გავიდა.

გერმანული „ვოისის” ქართველ გამარჯვებულთან ერთად საუკეთესოთა შორის მოხვდნენ ავსტრალიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ბულგარეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის „ვოისის” კონკურსანტები.

ნათია თოდუა გერმანიაში მოღვაწე ქართველი მომღერალია, რომელიც The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის მოგების შემდეგ, 2017 წელს გახდა ცნობილი. ის 2019 წელს საერთაშორისო კონკურსის Music Video Underground გამარჯვებულიც გახდა. ეს კონკურსი პირველად 2016 წელს პარიზში გაიმართა. 2017 და 2018 წლებში კი აშშ-ში, ლოს-ანჯელესში იმართებოდა. სხვადასხვა დროს Music Video Underground-მა საუკეთესო სოლო შემსრულებლებად ადელი, მეისი გრეი და Vanessa Paradis დაასახელა.

ნათია თოდუა 1996 წლის 12 მარტს აფხაზეთში, გალის რაიონში დაიბადა, გაიზარდა სოფელ ნაბაკევში, სადაც დაამთავრა სკოლა. თბილისში ნათია გლდანში იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. სწავლობდა თბილისის კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნეს-ადმინისტრირების სპეციალობით.

გერმანულ Voice-ში მონაწილეობამდე ნათიამ 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ქართულ X-Factor-ში, ხოლო 2015 წელს – უკრაინულში. ორივე პროექტში ნათია გამორჩეული იყო. ამჟამად ნათია ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2635)

მთავარი თემები