05:51 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (1026)
107 0 0

ქართველი ბალერინის კონკურენტები „დიდი თეატრის“ რუსი მოცეკვავეები – მარია ალექსანდროვა და ვლადისლავ ლანტრატოვი იყვნენ.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ქართველი ბალერინა მაია მახათელი, საერთაშორისო ჟურნალ Dance Europe-ის ვერსიით, რომელიც 1995 წლიდან ლონდონში გამოდის, წლის საუკეთესო მოცეკვავედ დასახელდა.

რადგან ქართველმა ბალერინამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ჟურნალმა Dance Europe მისი ფოტო დეკემბერ/იანვრის ნომრის გარეკანზე გამოაქვეყნა.

თავის Facebook-გვერდზე ბალერინამ მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბედნიერია, რომ მისი ფოტო Dance Europe-ის გარეკანზეა განთავსებული.

პრეტენდენტისთვის ხმის მიცემა ოქტომბრის ბოლომდე იყო შესაძლებელი. ქართველ ბალერინასთან ერთად საუკეთესოს წოდებისთვის „დიდი თეატრის“ რუსი მოცეკვავეები – მარია ალექსანდროვა და ვლადისლავ ლანტრატოვი იბრძოდნენ.

მაია მახათელი თბილისში დაიბადა, ცეკვა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში დაიწყო. 2002 წელს სწავლა დაამთავრა გერმანიის საერთაშორისო საბალეტო სკოლა (International Ballet School).

2002 წელს მახათელი კოლორადოს ბალეტში მიიღეს, 2006 წელს გადავიდა ბირმინგემის სამეფო ბალეტში სოლისტის რანგში. 2007 წლიდან ის ნიდერლანდების ეროვნულ ბალეტში მუშაობს, ხოლო 2010 წლიდან თეატრის პრიმა–ბალერინაა.

მაია მახათელს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო საბალეტო გალა–კონცერტში, მიწვეული ბალერინის სტატუსით გამოდიოდა აშშ-ის, იაპონიის, ჩეხეთისა და რუსეთის თეატრების სპექტაკლებში. არის საქართველოში, რუსეთსა და აშშ-ში გამართული საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი.

თემები:
საქართველო და კულტურა (1026)

მთავარი თემები