03:01 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (1025)
104 0 0

წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. დღეს, 29 ნოემბერს, 20:00 საათზე პირველი არხის ეთერში საბავშვო ევროვიზია 2020-ის შოუს მაყურებელი პირდაპირ ეთერში იხილავს.

ქართველი კონკურსანტი სანდრა გადელია შეასრულებს გიგა კუხიანიძის საკონკურსო სიმღერას „შენ მარტო არ ხარ“ (You are not alone). სიმღერის ტექსტი კი მომღერალ თემო საჯაიას ეკუთვნის. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მეშვიდე ნომრად გამოვა.

კონკურსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მაყურებლის ონლაინ–კენჭისყრა 27 ნოემბერს, 23:00 საათზე დაიწყო. ხმის მიცემა შესაძლებელია ვებ-გვერდზე junioreurovision.tv. მაყურებელს ყველა კონკურსანტის გამოსვლის ნახვის შემდეგ შესაძლებლობა ექნება ხმა მისცეს სამ კონკურსანტს, მათ შორის – საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელს. 

კენჭისყრა 29 ნოემბერს, შოუს დაწყების წინ შეჩერდება და ყველა კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ 15 წუთით განახლდება.

პანდემიის გამო განსხვავებული იქნება საბავშვო ევროვიზიის წლევანდელი კონკურსი. საერთაშორისო ღონისძიება ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართება, ანუ მონაწილეთა გამოსვლები ჩაწერილი იქნება.

მე-18 ფესტივალის სლოგანია Move the world! („აამოძრავე მსოფლიო“). კონკურსის ფინალში მონაწილეობას მიიღებენ შემსრულებლები 12 ქვეყნიდან: საქართველოდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ყაზახეთიდან, მალტიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, სერბეთიდან, უკრაინიდან და საფრანგეთიდან.

2019 წელს პოლონეთის ქალაქ გლივიცაში გამართულ „საბავშვო ევროვიზია 2019“-ზე საქართველო წარადგინა 13 წლის გიორგი როსტიაშვილმა სიმღერით „გვინდა გვიყვარდეს“ (We need love) და კონკურსში მე-14 ადგილი დაიკავა. კონკურსის გამარჯვებული პოლონელი ვიკი გაბორი გახდა.

საქართველო „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში.

თემები:
საქართველო და კულტურა (1025)

მთავარი თემები