09:07 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (988)
29 0 0

ინკლუზიური თეატრალური დასისთვის ონლაინ წარმოდგენა გამოწვევაა, აღნიშნა დასის ხელმძღვანელმა. თუმცა პანდემიამ სხვა გამოსავალი მათ არ დაუტოვა.

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული „ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი“ მაყურებლისთვის ონლაინ-პრემიერას 28 ნოემბრისთვის ამზადებს. ეს იქნება სპექტაკლი „იდუმალი მთის მიღმა“, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იდგმება.

„ასეთი ექსპერიმენტული და უჩვეულო ფორმატის არჩევა გვაიძულა მსოფლიოში შექმნილმა კოვიდ–სიტუაციამ, რაც, ერთი მხრივ, ჩვენი თეატრისთვის გამოწვევაა და ასევე საინტერესო გამოცდილების მიღების საშუალება“, – დაწერა თეატრის ხელმძღვანელმა ირა კოხრეიძემ.

„იდუმალი მთის მიღმა“ – ფილოსოფიურ-შემეცნებითი ხასიათის ინკლუზიური სპექტაკლია, რომელიც მოგვითხრობს გზაზე, რომელსაც სული დაბადებამდე გადის.

მთავარი გმირები ეძებენ კარს, რომელიც მათ დედამიწასთან დააკავშირებს. ყველაფერი სულის განსხეულებით მთავრდება და გვახსენებს, რომ ყოველი ადამიანი მნიშვნელოვანი და უნიკალური დანიშნულებით ევლინება მატერიალურ სამყაროს. წარმოდგენაში საუბარია ადამიანების ამბიციებზე, მისწრაფებებზე და მიზნის მიღწევის გზებსა და საშუალებებზე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „ირა კოხრეიძის ინკლუზიურ თეატრთან“ კულტურისა და ინკლუზიური განათლების სფეროში თანამშრომლობს.

პირველად ქართული ინკლუზიური ხელოვნების ისტორიაში ინკლუზიურმა თეატრალურმა სპეკტაკლმა სახელწოდებით „კონტაქტი“ 2019 წელს საერთაშორისო აღიარება და წარმატება მოიპოვა ჩინეთის დრამატული ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე. სპექტაკლი ასევე წარდგა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „საჩუქარი“ (GIFT).

თემები:
საქართველო და კულტურა (988)

მთავარი თემები